რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის მოტივზე საუბრობს

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის თავდასხმაში ეჭვმიტანილ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს უნდა წაუყენონ. ის ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა. მისი თქმით გაჩეჩილაძე ჯერჯერობით მხოლოდ მოწმის სახით გამოკითხეს, რის შემდეგაც მას დაკავების ორდერი გადაეცა.

„არ ვიცი პირადად იცნობდა თუ არა, მაგრამ გამოსვლისას, როდესაც ტოვებდა ის რესტორანს, მას მოესმა სახელი გრეჩიხა და მამამისს რომ ახსენებდნენ და ამის საფუძველზე მივიდა იქ, დაარტყა,“-განაცხადა ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა.

გაჩეჩილაძემ ინციდენტში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ნიკა გვარამია.

შემთხვევა გუშინ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაუწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...