რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 19:00 საათზე ჩაინიშნა.

ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს ბრალი დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას, ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

Comments
Loading...