რატომ აღნიშნავს ელისაბედ მეორე დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ

მისი სამეფო უდიდებულესობა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი დაბადების დღის მისალოც ბარათებს მთელი მსოფლიოდან იღებს. ტრადიციის თანახმად, წერილების უზარმაზარი რაოდენობიდან ელისაბედ II 200-300 კონვერტს არჩევს, რომელსაც თავად ხსნის და კითხულობს.

დაბადების დღის დადგომამდე დიდი ხნით ადრე, ბრიტანელები დედოფალს, მისალოცი ბარათების გარდა, თხოვნის წერილებსა და დღესასწაულებზე მისაწვევებსაც უგზავნიან.
ათასობით კონვერტის გადარჩევის შემდეგ, დედოფლის მდივნები 100 წერილს არჩევენ, რომელთა ბედნიერ მფლობელებს დღესასწაულზე დასწრება შეუძლიათ. დედოფლის დაბადების დღე დიდ ბრიტანეთში ეროვნული დღესასწაულის ტოლფასია. ოღონდ არა ფაქტობრივი, არამედ ოფიციალური დაბადების დღე.

თავის ფაქტობრივ დაბადების დღეს ელისაბედი ლონდონთან ახლოს მდებარე უინძორის სასახლეში, ოჯახურ წრეში, მოკრძალებულად აღნიშნავს, თუმცა, ფაქტობრივის გარდა, დედოფალს ოფიციალური დაბადების დღეც აქვს, რომელიც ივნისის ერთ-ერთ შაბათს აღინიშნება. ეს ძველი ინგლისური ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისში, ინგლისელი მონარქის ედუარდ VII-ის ინიციატივით გაჩნდა. მეფე ედუარდის დაბადების დღე გვიან შემოდგომას, ნისლისა და წვიმების სეზონზე იყო. იმისთვის, რომ დაბადების დღე ნამდვილ დღესასწაულად ექცია, მეფემ გადაწყვიტა, მისი კიდევ ერთხელ, სეზონურად უფრო ხელსაყრელ დროს, ივნისში აღნიშვნა.
ტრადიცია დღემდე გრძელდება. სამეფო ოჯახი ივნისის რომელიმე შაბათს ირჩევს და საზეიმო ღონისძიებებისთვის ემზადება.

ცნობისთვის – ვიკიპედიაში წერია, რომ ელისაბედ II 1926 წლის 6 თებერვალს იორკის ჰერცოგის ჯორჯისა და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში დაიბადა, თუმცა იქვე დაბადების თარიღად 21 აპრილია მითითებული.

წყარო

 

Comments
Loading...