რატომ არ იღიმოდნენ ადამიანები ძველ ფოტოებზე?

დაფიქრებულხართ ძველი, ძალიან ძველი ფოტოების დათვალიერების დროს, რატომ აქვთ ადამიანებს ყოველთვის სერიოზული და „გაქვავებული“ გამომეტყველება? როგორც აღმოჩნდა, ამისთვის ჩვენს წინაპრებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონიათ…

ექსპოზიციის დრო

  • პირველ ფოტოგრაფებს საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებოდათ გამოსახულების დასაფიქსირებლად. მკვეთრი კადრის მისაღებად ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გაუნძრევლად უნდა მდგარიყვნენ. საზრიანი ფოტოგრაფები თავისა და მხრის დასაყრდენს იგონებდნენ, რათა კადრში კლიენტები უკეთ დაეფიქსირებინათ. ბუნებრივია, ერთი წუთის განმავლობაში და თან მოუხერხებელი ფიქსატორებით გაღიმებული სახის მიღება რთული იყო, ამიტომ ფოტოხელოვნების ოსტატები არც კი სთავაზობდნენ კლიენტებს გაღიმებას.

    ექსპოზიციის დრო პირველ ფოტოგრაფებს საკმაოდ დიდი შრომა სჭირდებოდათ გამოსახულების დასაფიქსირებლად. მკვ...
  • XIX საუკუნის შუა წლებამდე ფოტოგრაფირებით მხოლოდ პროფესიონალები იყვნენ დაკავებულები, რომლებიც საუკეთესო კადრის მისაღებად ტექნოლოგიების გაუმჯობესებას ცდილობდნენ. ფოტოს გადაღება ძვირი სიამოვნება იყო და თუკი ოჯახი ფოტოს გადაღებას გადაწყვეტდა, ამ „ღონისძიებისთვის“ სერიოზულად ემზადებოდნენ. მომზადებაში კი  კადრში ადამიანების „სისწორე“ იგულისხმებოდა და არა გაღიმებული სახეები.

    XIX საუკუნის შუა წლებამდე ფოტოგრაფირებით მხოლოდ პროფესიონალები იყვნენ დაკავებულები, რომლებიც საუკეთე...
  • ცუდი კბილები
    ჩვენი წინაპრების უმეტესობამ სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ არაფერი იცოდა. პირის ღრუსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მხოლოდ ერთი გზით იკურნებოდა – კბილის ამოღება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფოტოგრაფები კლიენტებს განზრახ არ სთავაზობდნენ  გაღიმებას, რათა საუკეთესო გამოსახულება გამოსვლოდათ და კადრში უკბილო პირის ღრუ არ გამოჩენილიყო.

    ცუდი კბილები ჩვენი წინაპრების უმეტესობამ სტომატოლოგიური მომსახურების შესახებ არაფერი იცოდა. პირის ღრ...

წყარო: hsl.guru

Comments
Loading...