რატომ არის აკრძალული Kinder Surprise აშშ-ში?

„ქინდერ სიურპრიზი“ ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისი გაყიდვა ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონით იკრძალება. „ბიზნეს ინსაიდერის“ ინფორმაციით, მიზეზად სათამაშოების ზომის სიმცირე სახელდება. აშშ-ის საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მისი მიღება დახრჩობის საფრთხეს შეიცავს.

ტკბილეულს იტალიური კომპანია Ferrero აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ „ქინდერ სიურპრიზი“ პატარებისთვის შეიქმნა, შოკოლადის კვერცხები, რომლებსაც საჩუქრად სათამაშო მოჰყვება, ზრდასრულებშიც პოპულარულია.

Comments
Loading...