„რატომ გააგზავნა რუსეთმა საკუთარი ძალები საქართველოში? იმიტომ რომ მიგიწვიეს?”

რადიო „თურქეთის ხმის“ ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართა.

ერდოღანმა სირიაში რუსი სამხედროების ქმედებებზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტის მხრიდან ხშირად არასწორი განცხადებები კეთდება.

ერდოღანის შეფასებით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია. მისივე თქმით, თურქეთს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა არ სურს და სუ-24-ის ჩამოგდება, მხოლოდ ქვეყნის საზღვრების დაცვას წარმოადგენდა.

„რატომ გააგზავნა რუსეთმა საკუთარი ძალები საქართველოში? იმიტომ რომ მიგიწვიეს? იმიტომ გააგზავნეთ უკრაინაში ჯარები, რომ მიგიწვიეს? თურქმენები ამბობენ, რომ რუსული ბომბები მათ სოფლებში ცვივა. რუსეთი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ არ იბრძვის. ისინი ცდილობენ მსოფლიო შეცდომაში შეიყვანონ“, – მიმართა ედოღანმა ვლადიმერ პუტინს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო.

Leave A Reply

Your email address will not be published.