რატომ ითვლებიან ებრაელები ყველაზე ჭკვიან ადამიანებად?

ოპენჰაიმერი, აინშტაინი, ფროიდი, მარქსი, კაფკა… ბოლო 200 წლის ისტორია დამშვენებულია ებრაელი მოაზროვნეებისა და ხელოვანების სახელებით. ” მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 25 პროცენტს და ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის 3 პროცენტს შეადგენენ, მათ წილად მოდის ნობელის პრემიების 27 პროცენტი და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატების 50 პროცენტი”, – ნათქვამია გამოკვლევაში “ებრაელთა ევროპული შტოს ინტელექტუალური განვითარების ისტორია”.

იუტას შტატის უნივერსიტეტის ორმა მეცნიერმა გასულ ზაფხულს რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალს გაუგზავნა თავისი გამოკვლევების შედეგები, რამაც დიდი კამათი გამოიწვია. ჰენრი ჰარპენდინგი და გრეგორი კოჩმანი ამტკიცებენ, რომ გენეტიკურად ებრაელები ყველაზე ჭკვიანები არიან, რადგან მათ ცხოვრება აიძულებდა, გამოეჩინათ გამჭრეახობა. გამოკვლევის მოკლე დასკვბები ასეთია:
1. ებრაელთა ინტელექტის დონე დისკრიმინაციის შედეგია, რომელსაც ისინი ევროპაში შუა საუკუნეებში განიცდიდნენ.

” აშკენაზი (ევროპელი) ებრაელების დნმ-ი გვიჩვენებს,რომ მათი ინტელექტი ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე არაებრაელებისა”. ამ თეზისის დასაცავად ავტორებს უამრავი ციტატა მოჰყავთ და ამტკიცებენ , რომ ებრაელთა ტვინის უჯრედებს გამოუმუშავდა განსაკუთრებული, დამცავი ქრომოსომები. შუა საუკუნეებში ისინი ეწეოდნენ იმ საქმიანობას, რომელსაც თაკილობდნენ ქრისტიანები – გადასახდელების ამკრეფი, ბანკირი, მოვაჭრე – რაც მათემატიკურ უნარებს საშუალოზე მეტად ანვითარებდა.

2. ებრაელთა მაღალი ინტელექტის გამო XVI საუკუნიდან წარმოიშვა მათი პარანოისული სიძულვილი.

ეს ჰოპოთეზა უარყო ამერიკულმა სამეცნიერო ისტებლიშმენტმა, როგორც “რასისტული” და “საშიში”. ბევრი შიშობს, რომ შესაძლოა, ამ მოსაზრებამ ბიძგი მისცეს ებრაულ რასისტულ თეორიებს. “ებრაელი ბავშვები ხშირად სხვებზე უკეთ სწავლობენ – ეს უდავოა, მაგრამ თუ არჩევანს შემომთავაზებენ , მათ ებრაულ ინტელექტუალურ გენებსა და, უბრალოდ, ებრაელ დედებს შორის , მე უკანასკნელი მირჩევნია”, – ხუმრობს დავიდ გოლდშტეინი, ერთ-ერთი უნივერსიტეტის გენეტიკური გამოკვკევების ცენტრის დირექტორი.

Comments
Loading...