რატომ მატულობს საქართველოში პრორუსული განწყობა

“საქართველოში პრორუსული განწყობა მატულობს”– ამის შესახებ მამუკა არეშიძემ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.

“აშკარაა, რომ საქართველოში პრორუსული განწყობა მატულობს და ამას თავისი მიზეზები აქვს! ჯერ ერთი, საქართველოს მოქალაქეობის საკმაოდ დიდ ნაწილში რუსეთის მიმართ ნოსტალგიური დამოკიდებულება არსებობს! გარდა ამისა, პრორუსული განწყობის ზრდას დასავლეთის ფუჭი დანაპირებები განაპირობებს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ აშშ და ევროპა ჩვენთვის მოცემულ სიტყვას ძალიან ხშირ შემთხვევაში არ თუ ვერ ასრულებენ, რაც მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს. ქართველი ხალხისათვის კატეგორიულად მიუღებელია ის ფსევდოფასეულობებიც, რომელთა საქართველოში დანერგვას ზოგიერთი დასავლური ორგანიზაცია ცდილობს” – მამუკა არეშიძე.

Comments
Loading...