რატომ მოიკლა თავი ირაკლი იმნაძემ? – “მე თქვენ ყველა მიყვარხართ!”

მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით დაგვტოვა ირაკლიმ…”

აღმაშენებლის გამზირზე, 18 იანვარს, 30 წლის ირაკლი იმნაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. თვითმკვლელობის მოტივს გამოძიება დაადგენს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„თბილისში ივნისის ტრაგიკული დღეები. ირაკლი და მისი მეგობარი ოთარ დავითიშვილი პირველად მოვიდნენ GSPSA-ს თავშესაფარში თავიანთ მეგობრებთან ერთად. რამდენიმე მძიმე დღე ამ კეთილი და ვაჟკაცი ადამიანების ძალისხმევით გადარჩნენ თავშესაფარში მოყვანილი ცხოველები. დღე-ღამის განმავლობაში ირაკლი და მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძოდნენ წყალდიდობაში მოხვედრილი ცხოველების გადასარჩენად….

18 იანვარს ირაკლი იმნაძე გარდაიცვალა.

„საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” უსამძიმრებს ირაკლის ოჯახს.

„მე თქვენ ყველა მიყვარხართ!” – ამ სიტყვებით გამოგვემშვიდობა ირაკლი ივნისში”, – წერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეიმურაზ წიქორიძე სოციალურ ქსელში.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წუხილს გამოთქვამენ ახალგაზრდის გარდაცვლების გამო და კითხულობენ, თუ რა გახდა ირაკლი იმნაძის გარდაცვალების მიზეზი. „ირაკლიმ თავი მოიკლა”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

მომზადებულია presa.ge-ს მიერ

Comments
Loading...