რატომ ყიდიან ამ ნივას 85 000 დოლარად?
ეს ავტომობილი ისევ გამოჩნდა განცხადებებში, ოღონდ უკვე 85 000 დოლარადაა შეფასებული. შედარებისთვის, რუსეთში ამ ფასად ორი ახალი VW Touareg მოგივა – მართალია, მინიმალური კომპლექტაციით, მაგრამ მაინც.
ცხადია, თვითონ გამყიდველსაც კარგად ესმის, რომ ფასი ძალიან მაღალია, თუმცა ცდილობს ახსნას, რატომ უნდა იყიდოს ვინმემ ეს მანქანა 85 000 დოლარად.
► განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ავტომობილი ფაქტობრივად ახალია – მხოლოდ 201 კილომეტრი აქვს გავლილი.
გარდა ამისა, ეს ეგზემპლარი ადრეულია და საექსპორტოდ შეიქმნა. ესეც რომ არ იყოს, კონკრეტულად ეს ”ნივა” ფაქტობრივად სამუზეუმოა, რადგან ასეთი კომპლექტაციით და ასეთ მდგომარეობაში ის ერთადერთია რუსეთში. პლუს ამას, მფლობელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მანქანას ჯერ კიდევ აქვს პლომბები და შავი სანომრე ნიშნები. ასეთ ნომრები საბჭოთა კავშირში 1960-დან 1981 წლამდე გაიცემოდა.
► ავტომობილის ძრავა 1,6-ლიტრიანია – 75 ცხენის ძალით.