რატომ შეწყდა ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა

ალექსი პეტრიაშვილის დაკითხვა დროებით შეწყდა.

“ალექსი პეტრიაშვილს ჩაუტარდა ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ბოლო მომენტში აუწია ტემპერატურამ და შესაბამისად, დაკითხვა ხვალისთვის გადაიდო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის უსასტიკესი დანაშაული, აქ არ არის საუბარი მხოლოდ კიდურებს ქვევით სროლაზე, აქ არის მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და აგრეთვე, სადისტურად ჩაქუჩით თავში აქვს რამდენიმე დარტყმა მიყენებული. რა თქმა უნდა, აქ საუბარიც ზედმეტია იმაზე, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საქმის გადაკვალიფიცირება აუცილებლად მოხდება. მართალია, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ როგორც იურისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა. რაც შეეხება კითხვებს, ბატონმა ალექსიმ დეტალურად აღიდგინა ის, რაც ახსოვდა და ცდილობს, მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. დაკითხვა არ დასრულებულა და ის ხვალ დილის საათებში გაგრძელდება. მან არ იცის სახელები ამ ადამიანების”
, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, ხვალ დაკითხვა დილის საათებში არის დაგეგმილი.

Comments
Loading...