რას წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახური “მოსადი”

საფრანგეთის ერთ-ერთი პორტიდან 1967 წელს დე გოლმა ემბარგო დაადო იარაღის ისრაელში გატანას, ასევე აღარ გადასცა ისრაელს უკვე ნაყიდი სარაკეტო კატარღები ამის მერე მოსადმა შეიმუშავა გეგმა და გადაწყვიტეს რომ შერბურის პორტიდან გაეტაცათ ეს კატარღები, იმიტომ რომ ფული უკვე გადახდილი ქონდათ.

ათობით ებრაელი მეზღვაური ჩავიდა საფრანგეთში ტურისტულად, მანამდე მოსადის ხალხს უკვე კარგად ქონდათ დაზვერილი ფრანგების პორტი და გეგმაც ქონდათ გატაცების, მაგ დღეს რაღაც დღესასწაული იყო საფრანგეთში და პორტშიც ყურადღება მოდუნებული ქონდათ ფრანგებს, მაგით ისარგებლეს ებრაელებმა და გაიტაცეს 5 კატარღა ასე უბრალოდ და წყნარად გაიყვანეს თავის საკუთრება.

ერთი საათის მერე კი დაიწყეს გაკრიტიკება და ბრალდებები ფრანგებმა, მარა ებრაელები აღარც მალავდნენ რომ თავისი საკუთრება თვითონვე გაიტაცეს!

თელ-ავივში, მეფე საულის სახელობის ბულვარზე მდებარეობს დაწესებულება, რომლის სახელწოდებაც მეტად მშვიდად და უწყინრად ჟღერს: დაზვერვისა და საგანგებო დავალებათა ინსტიტუტი. თუმცა, მთელი მსოფლიოსთვის იგი ცნობილია როგორც «მოსადი».


აღნიშნული ორგნიზაციის შექმნის ოფიციალურ თარიღად 1951 წლის 1 სექტემბერი ითვლება. თუმცა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ «მოსადის» დაბადების დღე 1948 წლის 30 ივნისია.
სწორედ ამ დღეს, თელ¬ავივში, ბენ¬იაგუდის ქუჩა №85-¬ში მდებარე სახლში ხაკისფერკოსტუმიანი ექვსი მამაკაცი შეიკრიბა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ. ოთახის კარებზე, რომელშიც კრება ტარდებოდა, შემდეგი შინაარსის აბრა იყო მიკრული: ვეტერანთა დახმარების სამსახური. კრებას ასკეტური არეგნობის მამაკაცი უძღვებოდა. იგი ისრაელის არმიის პოდპოლკოვნიკი, 47 წლის ისერ ბეერი გახლდათ. მას «შაი»¬ს (ინფომაციის სამსახური) უფროსის თანამდებობა სწორედ მან აუწყა დამსწრეთ, რომ ისრაელის პირველმა პრემიერ¬მინისტრმა დევიდ ბენ¬გურიონმა «შაის» დაშლა და სამი სხვადასხვა უწყების შექმნა გადაწყვიტა. სამეული კი ასეთი უნდა ყოფილიყო: სამხედრო დაზვერვა, რომელსაც თავად ბეერი უხელმძღვანელებდა, პოლიტიკური დაზვერვა (მომავალი «მოსადი») და შინაგანი უსაფრთხოების სამსახური.

დღევანდელ მოსფლიოში, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადამწყვეტია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საიდუმლო სამსახურებს, კერძოდ კი დაზვერვას. დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სადაზვერვო სამსახური ისრაელს ჰყავს.

საიდუმლო სამსახური «მოსადი» გასული საუკუნის 40¬-იანი წლების დასასრულს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი შეფი ისერ ბეერი გახლდათ. თუმცა, მას სულ მალე სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგომა. ბეერი იორდანიელი ჯაშუშის სასტიკად წამებასა და დახვრეტაში დაადანაშაულეს. მისი მემკვიდრე კი ისერ ჰარელი გახდა. იგი მანამდე რიგაში ცხოვრობდა და მას იზეი გალპერინის სახელით იცნობდნენ. იმ პერიოდში მასზე ხუმრობდნენ: ჰარელი რომ სსრკ-¬ში დარჩენილიყო, უდავოდ «კგბ»-¬ს შეფი იქნებოდაო. ჰარელი ჯაშუშად იყო დაბადებული. «მოსადის» ბევრი ტრადიცია სწორედ მის მიერაა დამკვიდრებული: განსაკუთრებული გასაიდუმლოება, ეკონომიური ხელმომჭირნეობა და უნდობლობა თანამედროვე ტექნიკისადმი. «მოსადსა» და ჰარელს იმ პერიოდში ორი საგანგებო ამოცანა ჰქონდათ: ბრძოლა არაბების წინააღმდეგ და დამალული ნაცისტების ძებნა.

«მოსადის» მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან ყველაზე ეფექტური მესამე რაიხის ნომერ პირველი ჯალათის ადოლფ ეიხმანის გატაცება გახლდათ, რომელიც რიკარდო კლემენტის სახელით მშვიდად ცხოვრობდა არგენტინაში. ოპერაციისთვის 12 უაღრესად სანდო ადამიანი შეარჩიეს იმათგან, ვისი ახლო ნათესავებიც ნაცისტების მიერ იყვნენ დახვრეტილნი. 1960 წლის 11 მაისს (მას შემდეგ 45 წელი გავიდა) ეიხმანი საკუთარ სახლში დააპატიმრეს, ნარკოტიკებით გააბრუეს და პირდაპირ აეროპორტში გააქანეს. საბაჟოზე კი განაცხადეს, რომ იგი ისრაელელი დიპლომატი იყო, რომელიც ავტოკატასტროფაში მოხვდა და გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებდა, სწორედ ამიტომ გადაყავდათ სამშობლოში. ეიხმანი თავით ფეხებამდე ბინტით იყო შეხვეული და მებაჟე¬-მესაზღვრეებს ეჭვი არაფერში შეუტანიათ.


ისრაელში სიკვდილით დასჯა მიღებული არ არის, მაგრამ ეიხმანისთვის გამონაკლისი დაუშვეს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტებისთვის დახვრიტეს.

ოპერაციის ჩატარების მეთოდები

მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ებრაულ ორგანიზაციაში «მოსადს» თავიანთი მომხრეები და აგენტები ჰყავს, რომლებიც მითითებებს უშუალოდ «მოსადის» შტაბ¬-ბინიდან იღებენ, იქნება ეს დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა თუ სხვა რამ. ოფიციალური დაწესებულებები, რომლებსაც «მოსადი», ასე ვთქვათ, შენიღბვისათვის იყენებს, სხვა არაფერია თუ არა სხვადასხვა სავაჭრო მისიები და ტურისტული ორგანიზაციები. აგრეთვე, ავიაკომპანია «ელ-¬ალი» და საზღვაო კომპანია «ციმი», რომლის აქციების ნახევარი ამერიკულ კომპანიას «იზრაელ კორპორეიშენს» ეკუთვნის. გარდა ამისა, სამშენებლო ფირმები, სამრეწველო ჯგუფები და საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციები ასევე დაზვერვის არაოფიციალურ «ფარებს» წარმოადგენენ, რომელთა მეშვეობით «მოსადი» თავისი საქმიანობის ჭეშმარიტ მიზანს მალავ«მოსადისათვის» ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ებრაელთა დამოკიდებულება. ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ აგრესიული სიონიზმის პროპაგანდას, რომლის მიხედვითაც ყველა ებრაელი ისრაელს «ეკუთვნის» და მათ დაზვერვასთან თანამშრომლობას ავალდებულებს.

რას წარმოადგენს «საიანიმი»

ივრითზე «საიანი» «დამხმარეს» ნიშნავს. თავად «საიანიმი» კი ისრაელის დაზვერვის დამხმარეთა საერთაშორისო ქსელს წარმოადგენს, რომლის წევრებიც მხოლოდ და მხოლოდ სუფთა სისხლის ებრაელები არიან.

საიანები, როგორც მათ უწოდებენ, საკმაოდ ლოიალურები არიან იმ სახელმწიფოთა მიმართ, რომელშიც ცხოვრობენ. თუმცა, როგორც წესი, უპირატესობას ისრაელს ანიჭებენ და სამშობლოს გულისათვის ყველაფრისთვის მზად არიან. მარტო ლონდონში დაახლოებით 2000 საიანი მოღვაწეობს. აშშ¬ში კი მათი რაოდენობა ათჯერ მეტია. საიანები არასდროს ღებულობენ მონაწილეობას ოპერაციებში. მათ მხოლოდ დახმარების გაწევა და ხელშეწყობა ევალებათ. ეს კი დაახლოებით ასე გამოიყურება: წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ქალაქში «მოსადის» ჯგუფი ჩავიდა. მათ კონკრეტული ამოცანის შესრულებისათვის ავტომანქანა სჭირდებათ. ისინი უკავშირდებიან საიანს, რომელიც ავტომანქანებით ვაჭრობს და ეუბნებიან, რომ ამა და ამ დღეს, მითითებულ ადგილზე მანქანა დატოვოს. ოპერაციის დასრულების შემდეგ მანქანას პატრონს უბრუნებენ და თანაც ისე, რომ იგი ვერასდროს გაიგებს, თუ რაში დასჭირდათ მანქანა. ფირმის ოფიციალურ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ მანქანა, შესაძლოა, პოტენციურ კლიენტს ჰყავდა წაყვანილი.

არეალი, მიზნები, ამოცანები


«მოსადის» მთავარი ამოცანა სხვადასხვა არაბული არმიების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათ წინააღმდეგ ბრძოლა გახლავთ. გარდა ჯარებისა, «მოსადი» არაბული ქვეყნების შიდა პოლიტიკური მდგომარეობითაც ინტერესდება. წარმატებად ითვლება ის, თუ ებრაელები შეძლებენ და რომელიმე არაბ ჯაშუშს გადმოიბირებენ.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში «მოსადი» განსაკუთრებით არაბულ ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვის, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ევროპაში.

რეზიდენტურა

მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სადაც კი ისრაელის საელჩო ფუნქციონირებს, «მოსადს» თავისი რეზიდენტურა აქვს, როგორც აშშ¬ში, ასევე თურქეთში, ირანში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და შორეულ აღმოსავლეთშიც. «მოსადი» სხვადსხვა სახელმწიფოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გარდა, მათს შესახებ ინფორმაციის მოპოვებითაცაა დაკავებული.

როგორც ირკვევა, ისრაელის დაზვერვა «მოსადი» მსოფლიოს სპეცსამსახურებს შორის ერთ¬ ერთი საუკეთესოა და მას ქვეყნის როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკის დროს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

Comments
Loading...