რედისონში ტერორისტების მიერ მძევლად აყვანილ 170 ადამიანს ვერ ათავისუფლებენ

ტერორისტების თავდასახმა მალის დედაქალაქში. ისლამისტების 10 კაციანი ჯგუფი სასტუმრო რედისონში შეიჭრა და 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს. ამ წუთებში სასტუმროს მეშვიდე სართულზე სროლის ხმა ისმის. შენობა სპეცრაზმის ალყაშია. თვითმხილველა განცხადებით შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარებს მანქანებით გაჰყავთ. არიან გარდაცვლილებიც. ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული.

cnn ის ცნობით მძევლების გათავისუფლება ვერ ხერხდება, მობილიზებულია ჯარი და ადგილობრივი მოსახლეობა.

სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სადაც ასევე სამთავრობო დაწესებულებები და საელჩოებია განთავსებული. შეერთებული შტატების დიპლომატიურმა მისიამ ბამაკოში მყოფ თავის მოქალაქეებს ტვიტერის ქსელის საშუალებით მოუწოდა ქუჩაში არ გავიდნენ.

Leave A Reply

Your email address will not be published.