რექს ტილერსონსა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა დაიწყო

ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შორის შეხვედრა დაიწყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გუშინ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. მხარეები ორმხრივ და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს, თეთრ სახლში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.

წყარო: interpressnews.ge

Comments
Loading...