რესპუბლიკელები ერთ-ერთი მთავარი წამყვანი ძალა ვართ კოალიციურ მთავრობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, “რესპუბლიკური პარტია” კოალიციის ერთ-ერთი მთავარ წამყვან ძალას წარმოადგენს და იმედს გამოთქვამს, რომ მათი წევრი მინისტრები ახალი მთავრობის პირობებშიც იქნებიან.

“სენსიტიურები ვართ არა რესპუბლიკელები, არამედ ის ადამიანები საქართველოს პარლამენტში, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილი თუ არ იქნება პრემიერი შეშფოთებულები არიან თავად სად იქნებიან. მე ამით შემოვიფარგლები”.

“რესპუბლიკელები სანდო სუბიექტები ვართ კოალიციის. როგორც საკანონდმებლო, ისე აღმასრულებელ და თვითმმართველ ქალაქებში, რესპუბლიკელები ერთ-ერთი წამყვანი ძალა ვართ კოალიციური ხელისუფლების, ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ.”

“ველოდები, რომ ახალი პრემიერმინისტრის მთავრობაში რესპუბლიკელებისპასუხისმგებლობა რესპუბლიკელების მინისტრებით ისევე იქნება გაგრძელებული, როგორიც ეს იყო ღარიბაშვილის მთავრობაში,” – აცხადებს ბერძენიშვილი.

Comments
Loading...