რესპუბლიკელები კოალიციის გამსვლელ სიაში 15 ადგილს ითხოვენ

საუბარია იმაზეც, რომ კოალიციის გამსვლელ სიაში 15 ადგილს “რესპუბლიკელები” ითხოვენ და ამაზე მოლაპარაკებას არა პოლიტსაბჭოსთან, არამედ პირადად ივანიშვილთან აპირებენ.

“რესპულიკელების” მოთხოვნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ “მათ საკმაოდ დიდი მადა აქვთ”.

“მათ აქვთ განცდა, რომ უფრო მეტი ეკუთვნით. პრინციპში, საწინააღმდეგი არაფერი მაქვს, თუკი “რესპუბლიკელები” მათთვის რეალურად კუთვნილ ადგილებს მიიღებენ, ზედმეტი რომ მიიღონ, ამის მომხრე არ ვარ. მე ასე ვფიქრობ, რომ მათ ჰქონდათ ის ადგილი, რაც რეალურად ეკუთვნოდათ. გარკვეული წინააღმდეგობების მიუხედავად, მთავარია ის, რომ ჩვენ არ წავეკიდებით ერთმანეთს,” – დასძენს დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე.

წყარო-გაზეთი “რეზონანსი”

Leave A Reply

Your email address will not be published.