„რესპუბლიკური პარტია“ ნოდარ ებანოიძემაც დატოვა

„რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ებანოიძემაც დატოვა.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, ნოდარ ებანოიძემ პარტიიდან წასვლის თაობაზე პარტიის თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს უკვე ესაუბრა.

წყაროს ცნობით, პარტიიდან წასვლის მიუხედავად, ებანოიძეს პარტიისთვის ოფიციალური წერილით ამ დრომდე არ მიუმართავს.

„რესპუბლიკუირ პარტია“ დატოვეს: დავით უსუფაშვილმა, თინა ხიდაშელმა, ვახტანგ ხმალაძემ, ფრიდონ საყვარელიძემ. ასევე „ინფო 9“-ის ინფორმაციით, პარტიის დატოვებას აპირებს თემურ ნერგაძეც.

Comments
Loading...