რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარისთვის ირმა ინაშვილის შიმშილობის მიზეზი გაუგებარია

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძისთვის გაუგებარია, რატომ შიმშილობენ “პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერები.

მისი თქმით, პროტესტის ასეთი ფორმა მათი უფლებაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ირმა ინაშვილის კომენტარები რესპუბლიკური პარტიის ლიდერების მიმართ ზღვარგადასულია, რომლის უფლებაც მას არ აქვს.

სამნიძე იმედოვნებს, რომ მოშიმშილეთათვის ყველა აუცილებელი პირობა უზრუნველყოფილი იქნება.

“მოშიმშილეებისთვის ელემენტარული პირობები და უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და იმედი მაქვს, ბიოტუალეტებიც, სასწრაფო დახმარების მორიგე მანქანაც და ქოლგებიც ექნებათ.

პროტესტის (გაუგებარია, რას აპროტესტებს მაინც) ასეთი ფორმით გამოხატვა მისი უფლებაა, მაგრამ ასეთი ზღვარგადასული კომენტარების უფლება ნამდვილად არ აქვს ქალბატონ ინაშვილს. მესმის, ყურადღების მიქცევა უნდა, მაგრამ იქნებ ვინმემ ურჩიოს, სხვა გზა გამონახოს, ძალიან გაუგრძელდა უაზრო შემოტევები!” – აცხადებს სამნიძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.