რესპუბლიკური საავადმყოფო – ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ვაკეში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად მამაკაცს უტარდება კვლევები და პაციენტი იმყოფება მიმღებ რეანიმაციულ განყოფილებაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, არის თუ არა ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები, დაზუსტება უჭირთ.

შეიარაღებული თავდასხმა ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი 2 ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების კვეთაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი პირი.

Comments
Loading...