Reuters – ბერლინის ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი მილანში მოკლეს

19 დეკემბერს, ბერლინში საშობაო ბაზრობაზე ტერორისტული აქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი იტალიაში, მილანში პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს, – იუწყება სააგენტო Reuters.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკო მინიტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს წუთებში პრესკონფერენციას გამართავს.

ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულია 50 მოქალაქე.

Leave A Reply

Your email address will not be published.