Reuters-Ipsos-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი, „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 53%-ის აზრით, ჭეშმარიტ პრეზიდენტად რჩება

გარდა ამისა, „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 61% აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოპარეს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 56% ასევე მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა უკანონო კენჭისყრას ან ხმების გაყალბებას.

Reuters-Ipsos-ის გამოკითხვა 17-19 მაისის პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2 007-მა ზრდასრულმა ამერიკელმა მიიღო.

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 2020 წლის 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო დონალდ ტრამპმა – 232 ხმა.

Comments
Loading...