Reuters – საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბრებმა უკანა პლანზე გადაიწია

ნატო-ს მოკავშირეები განიხილავენ საკითხს, თუ რა წერილი გაგზავნოს საქართველოში ალიანსში დაგვიანებული გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო REUTERS ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, რამდენიმე ევროპული დედაქალაქის დიპლომატი აცხადებს, რომ ალიანსი ვერ შეძლებს ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს დაცვას რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. REUTERS-ის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ საუბრებმა უკანა პლანზე გადაიწია, მაგრამ მოლაპარაკებები შემდეგ სამშბათს განახლდება, როდესაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ დაიწყონ თუ არა მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ პატარა მონტენეგროსთან. ამ ღონისძიებაზე ისინი თბილისის მისწრაფებების შესახებ ინფორმაციას განაახლებენ.
“თუ ნატო-ს მინისტრები მომავალ კვირას მწვანე შუქს აანთებენ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მონტენეგროსთან 2009 წლიდან, ეს ნატო-ს პირველი გაფართოება იქნება. ალიანსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი შემდეგ კვირას მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ელოდება. მან ამასთან ერთად აღნიშნა, რომ საქართველოს ამ წელს რეფორმების მხრივ დიდი პროგრესი აქვს”-ნათქვამია REUTERS-ის სტატიაში.

Comments
Loading...