რევოლუცია დაიწყო! _ საპროტესტო აქციები ერევანში

საპროტესტო აქციების ახალი ტალღა ერევანში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. მომიტინგეები ხელისუფლებაის გადადგომას ითხოვენ. ისინი ღამეს ქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე ათევენ. გადაცემა 2030 ადგილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ მომიტინგეების მთავარი გზავნილია ლოზუნგი-„რევოლუცია დაიწყო!“. ერევანში აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მოძრაობა „ახალი სომხეთის“ ლიდერი რაფი ოვანისიანი მოსახლეობას აუწყებს, რომ იხსნება ფრონტი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ებრძვის. მისივე განცხადებით საჭიროა სიმშვიდის შენარჩუნება და მთავრობის შეცვლა. აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა. აქციის მონაწილეები 6 დეკემბერს დაგეგმილი რეფერენდუმის გაუქმებას მოითხოვენ. რეფერენდუმის თანახმად სომხეთის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, გახდება თუ არა სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა. ოპოზიციის მოთხოვნაა რეფერენდუმამდე გადადგეს მთავრობა. აქციას ჯერ არ გამოხმაურებია სომხეთის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები

წყარო postalioni.com

Leave A Reply

Your email address will not be published.