რეზო ხოფერია სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს:ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილთან ვიმყოფებოდი შეხვედრაზე….

ამ ამბავს ცოტა მერესთვის ვინახავდი მაგრამ ახლა მოვყვები. ერთი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს, ბიძინა ივანიშვილთან ვიმყოფებოდი შეხვედრაზე. ამ შეხვედრას ბევრი ნაცნობი სახე ესწრებოდა. ეს იყო ერთგვარი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა რომელიც ემსახურებოდა ივანიშვილის მიერ დაგეგმილი კონკრეტული პროექტისათვის ხალხის მოძიებას. ბევრი სხვა და სხვა ხასიათის შეკითხვა დასვა ამ დღეს ბატონმა ბიძინამ, მათ შორის ერთი მოკლე, კონკრეტული და ჩემთვის ძალიან საინტერესო შეკითხვა.
“რას ფიქრობთ რესპუბლიკურ პარტიაზე?”
სადღაც 15 ადამიანი იყო იმ გღეს იმ ოთახში. გავიხსენებ მხოლოდ ჩემს პასუხს, რადგან ამ სახის შეფასება რესპუბლიკელებს მხოლოდ მე მივეცი. ვთქვი რომ ეს არის პარია რომლის ლიდერებიც პარტიულ ინტერესებს ყოველთვის ყველაფერზე მაღლა აყენებენ და მათვის მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალება მისაღებია. ეს იყო ჩემი პასუხის ძირითადი პათოსი და მეტს არ მოვყვები, ისე ბევრად მეტი ვთქვი და სათქმელი თხოვნითაც დავიწყე, “ჯვარზე ნუ გამაკრავთ, მაგრამ…”
მოულოდნელი იყო ბიძინა ივანიშვილის რეაქცია. ის აბსოლუტურად თუ არა თითქმის ბოლომდე იზიარებდა ჩემს დამოკიდებულებას. რათქმაუნდა აღნიშნა რესპუბლიკელების მაღალი პროფესიონალიზმი, სთქვა რომ დათო უსუფაშვილის საუკეთესო კონსტიტუციონალისტია საქართველოში და რომ ამ პარტიას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ქართულ პოლიტიკაში… და იყო “მაგრამ”… ეს “მაგრამ” კონკრეტულად რა წინადადებებით გამოიხატებოდა არ მახსოვს, დროა გასული, ეს ჰგავდა კარგად ნააზრევს იმასთან დაკავშირებით რომ რესპუბლიკელები სუფთად არ თამაშობნენ და რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა. (სხვათაშორის, ივანიშვილის ამ დამოკიდებულებამ ბევრში, ძალიან ბევრში შოკი გამოიწვია. ალბათ უფრო იმიტომ რომ მანამდე ხოშიანად აქეს რესპები n )
ეს იყო ერთი წლის წინ და მაში შემექმნა შთაბეჭდილება რომ, ამ პარტიის გავლენა შესუსტდებოდა და იმდენად მინიმალური გახდებოდა რო ისინი ტექნიკურ ფუნქციას შეასრულებდნენ მხოლოდ. გადის დრო და ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ რომ ამ პარტიის ხელშია სახელმწიფო ბერკეტები, ისეთი მაღალინდონის პოლიტიკური გავლენა რომ არჩევნების გაყალბებასაც კი ახერხებენ და ამით პრაქტიკულად ურყევ პოზიციაში დგებიან მათი დასავლელი “მეგობრების” წინაშე რითაც მათ ანახებენ რომ ერთადერთნი არიან ვისთანაც მათ კონტაქტი უნდა იქონიონ. (სხვათაშორის ინაშვილის დიდი დანაშაულია რესპუბლიკელების პოლიტიკური მომძლავრება, ჩემი აზრით… ) ამასობაში ვღებულობთ სიტუაციას სადაც გრძელდება წინა ხელისუფლების პოლიტიკა დასავლელ პარტნიორებთან მიმართებაში, რაც პირადად მე მახარებ, მაგრამნეს ხდება ძალიან სახიფათო ფორმაში. ეს ხდება აგრესიულად, მუქარებით და იმ ფონზე როდესაც რეგიონი პრაქტიკულად სადაცაა აფეთქდება. იმის თქმა მინდა რომ, ამ ციდეოს დასახელებაა ოცნება იშლება, მე კი ვიტყვი… ოცნება კი არ იშლება, რესპუბლიკური პარტია იგდებს ხელისუფლებას. ხიდაშელის ასეთი ტონი, ასეთი ნაბიჯები სხვა არაფერია თუ არა იმის დემონსტრირება რომ ყველაფერი მათ ხელშია და ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ. გახსოვთ სულ ახლახანს რო ითქვა, პარლამენტშინმეტი კანონშემომქმედი უნდა მოხვდესო? ვინ შეავსებს საპარლამენტო სიას თქვენი აზრით?
მე ისევ გავიმეორებ იმას რასაც ყოველთვის უშიშიშრად ვამბობდი.
რესპუბლიკური პარტია არის იგივე რაც ნაციონალური მოძრაობა, ოღონდ იმ სხვაობით რომ ნაცებმაც კი არ დაიყენეს გვერძე სოროსის მოთხოვნის მიუხედავად (ალბათ გახსოვთბროგორ მოხვდნენ უსუფაშვილი, ხიდაშელი რესპებში და შემდეგ რატონჩამოიცილეს ნაცებმა) ეს ხალხი არ დაიხევს არაფერზე თავისი პარტიული ინტერესების გასატარებლად. მათ სურთ ძალაუფლება იმისათვის რომ დანერგონ მართვის სისთემები, ინსტიტუციები რომლებიც პირდაპირ და დაუფარავად ურტყავს საქართველოს მენტალურ და სულიერ თავისუფლებებს, საქართველოს უნიკალურობას და ტრადიციებს.
ჩემი თხოვნა იქნება, კარგად გაიცანით ეს ადამიანები.

წერს საკუთარ სოციალურ გვერდზე, რეზო ხოფერია.

Leave A Reply

Your email address will not be published.