რიგაში, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიხსნა

დღეს, ლატვიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო კონფერენცია “რიგა 2015” გაიხსნა

კონფერენცია “რიგა 2015” საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

კონფერენციაზე 400 ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. რიგაში კონფერენცია პირველად 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს.

კონფერენციის მთავარი მიზანია უსაფრთხოების საკითხების განხილვა საერთაშორისო ფორმატში და სხვადასხვა საკითხებზე დისკუსიია გამართვა.

წლევანდელ კონფერენციაში, რომელიც 6 – 7 ნოემბერს ჩატარდება, 51 მომხსენებელი ეყოლება. კონფერენციაში მონაწილეობს ქართული დელეგაციაც, რომელსაც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დ თედო ჯაფარიძე წარმოადგენს.

საღამოს საქართველოს საკითხებზე გამართულ დისკუსიაზე კი სიტყვით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე გამოვა, – ამის შესახებ “აიპრესის” კორესპონდენტი რიგიდან იუწყება.

Comments
Loading...