რიკარდ იოზვიაკი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, პირველ მარტს გაიმართება

საქართველოს ვიზალიბერალიზაციისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ხელმოწერის ცერემონია პირველ მარტს გაიმართება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე, რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი წერს.

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექამიზმის ხელმომწერის ცერემონია ბრიუსელში, პირველ მარტს გაიმართება“, – წერს იოზვიაკი.

რამდენიმე დღის წინ კი, რიკად იოზვიაკი წერდა, რომ ევროკავშირის ელჩებმა ე.წ. შეჩერების მექანიზმსა და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მწვანე შუქი მისცეს, რომელსაც ევროკავშირის მინისტრები 27 თებერვალს დაამტკიცებენ.

ევროპარლამენტის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, დღეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის (COREPER) ტექნიკური სხდომა იყო დანიშნული. ამის შემდეგ, თებერვლის ბოლოს, საკითხს ევროკავშირის საბჭო განიხილავს.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 2 თებერვალს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.

ევროპარლამენტის დეპუტატები ვარაუდობენ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 29 მარტიდან ამოქმედდება.

Comments
Loading...