რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთის უღელტეხილზე ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც „ინფო9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია.

ავტომანქანის აალება, სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Comments
Loading...