რიმა ბერაძე აუდიტის სამსახურმა 4 000 ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რიმა ბერაძე პედაგოგების უფასო სამედიცინო გამოკვლევებთან დაკავშირებით 4 000 ლარით ჯარიმდება.

აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ უფასო სამედიცინო მომსახურება 40 პედაგოგს ჩაუტარდა.

4 000 ლარით ჯარიმდება ასევე, ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბერაძესთან ერთად ღონისძიებას ახორციელებდა.

„როგორც გახსოვთ 40  პედაგოგისთვის განხორციელდა უფასო სამედიცინო გამოკვლევა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, ამ პროცესის ორგანიზებაში ჩართული იყო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პროექტი განხორციელდა კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ და ეს არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რიმა ბერაძე.

შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო სამართალდარღვევის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული ქმედება და ამიტომ, ამ მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ.

Comments
Loading...