რისთვის გამოიყენებს ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი უსასყიდლოდ გადაცემულ მიწის ნაკვეთს

ტრანსგენდერ ქალთა ცენტრს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტოსგან თეთრიწყარის რაიონ სოფელ ასურეთში მდებარე 400კვადრატული მეტრის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა უსასყიდლოდ, ქველმოქმედების სახით გადაეცემა.

როგორც “ლგბტ” პირების უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტმა, გიორგი ტატიშვილმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნა, ქონება ტრანსგენდერი ქალების შესაძლებლობების გაძილერების პროგრამების ფარგლებში იქნება გამოყენებული, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმებს არ ასაჯაროებენ.

“გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თავის დროზე ეს ნაკვეთი მთავრობისგან გადაეცა, მან კი ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენ გადმოგვცა უსასყიდლოდ. პროექტი სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვითი მიმართულებები და სოციალური პაკეტთან იქნება დაკავშირებული.

ამ ეტაპზე არ ვაკონკრეტებთ რა მიზანს ემსახურება, მაგრამ პროექტი ზოგადად ტრანსგენდერებისთვის იქნება განკუთვნილი. მშენებლობები 2017 წლის თებერვლიდან დაიწყება.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და სხვადასხვა რეგიონებშიც შევისყიდით მიწის ნაკვეთებს”, – განაცხადა ტატიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტი დაფინანსებულია და დეტალებზე პრესკონფერენციას იანვრის ბოლოს გეგმავენ.

“პროექტის დეტალებზე იანვრის ბოლოს ჩავატარებთ პრესკონფერენციას. ის დაფინანსებულია, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალებზე საუბარი არ შემიძლია”, – აღნიშნა ტატიშვილმა.

Comments
Loading...