რითი ჯობია ქინძი მიხეილ სააკაშვილს – რა განსხვავებაა ქინძსა და მიხეილ სააკაშვილს შორის?

ერთერთ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ინტიმურ საუბარში აცხადებს: “სტო პრო, ქინძი ვიყო”

ამ საუბრის გავრცელებისა და მოსმენის შემდეგ საზოგადოებაში და ასევე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ქინძის მიმართ არაერთგვაროვანი, ხოლო სააკაშვილის მიმართ ერთგვაროვანი, საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გაჩნდა.

საინტერესოა ამ კეთილშობილი მცენარის, ქინძის სასარგებლო თვისებები და ქინძად ყოფნის მსურველის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გაუგებარი თვისებებს შპროს განსხვავება.

გთავაზობთ ქინძისა და მიხეილ სააკაშვილის პიროვნულ დახასიათებას, ამ ორ შორის უკეთესზე არჩევანის გაკეთება კი მკითხველისთვის მიგვინდია.

ვიკიპედიაში ვკითხულობთ:

ქინძი (ლათ. Coriandrum sativum) — ერთწლოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახიდან (Apiaceae). ქინძის სამშობლოდ მიიჩნევა ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც გვხვდება ველური სახით, კულტივირებული იქნა ამავე ადგილებში.

ქინძს აქვს ცილინდრული, სწორმდგომი ღერო, რომლის სიმაღლე 60 სმ აღწევს. ფორმით ცვალებადი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. ყვავილები შეკრულია რთულ ქოლგებად. აქვს სფეროსებრი ან მოგრძი–მომრგვალო ნაყოფი. შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს.

საქართველოში ქინძი გავრცელებულია უძველესი დროიდან. აქ გვხვდება ქინძის რამდენიმე კულტურული სახეობა.

ქინძი ფართოდ გამოიყენება შუა აღმოსავლურ, ხმელთაშუაზღვისპირულ, სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ჩინურ, სამხრეთ აზიურ და სხვა სამზარეულოებში. ქინძის ფოთლებს იყენებენ მწვანილად. მისი გამშრალი ნაყოფი (ქინძის თესლი) გამოიყენება საკაზმ–სანელებელ საშუალებად. კულინარიული მიზნებისთვის გამოიყენება აგრეთვე ქინძის ფესვები.

ქინძი გამოიყენება არასასიამოვნი სუნის გასანეიტრალებლად, მაგ. თამბაქოსა და ფარმაცეპტიის სუნის გასანეიტრალებლად. მისგან ამზადებენ ლიქიორსა და ჯინს. ქინძი გამოიყენება პარფიუმერიაშიც.

ასევე გამოიყენება მედიცინაში, ქინძის მარცვლებიდან მოპოვებულ ზეთს გააჩნია ანტიბაქტერული თვისება. ასევე დიდი გამოყენება აქვს საოჯახო მედიცინაში, მაგ. დაფქვილი მარცვლებისაგან მომზადებული პასტა გამოიყენება წყლულებისა და ჭრილობების მოსაშუშებლად.

როგორც ვხედავთ ქინძი ერთობ კეთილთვისებიანი მცენარე და იგი ჭრილობების მოსაშუშებლადაც გამოიყენება, ანუ კურნავს ჭრილობებს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უსამართლო იქნება ქინძის შედარება მის პერსონასთან, ვინაიდან:

1. მიხეილ სააკაშვილის არანაირი შეხება არ აქვს კულტურასთან ქინძისგან განსხვავებით, შეგახსენებთ რომ ქინძი თავად კულტურაა და იმ დონის რომ ამ კულტურის მრავალი სახეობა არშებობს.
2. მიხეილ სააკაშვილი ვერ კურნავს ჭრილობებს და მეტსაც გეტყვით, სააკაშვილი თვითონ აყენებდა ჭრილობებს ადამიანებს, კარგად გავიხსენოთ ციხის კადრები, დარბეული აქცია მანიფესტაციები და ა.შ.
3. ქინძის სიმაღლე 60 სანტიმეტრია მაქსიმუმ, ხოლო სააკაშვილი უფრო გრძელი იზრდება.
4. ქინძი გამოიყენება საკმაზ-სანელებლად სააკაშვილი კი გამოიყენება სპეცრაზმ დასასჯელად.
5. ქინძი შეიცავს ეთერზეთებს და ცხიმებს ხოლო სააკაშვილი შეიცავს მხოლოდ ცხიმებს. ასე რომ: ქინძის შედარება მიხეილ სააკაშვილთან საკმაოდ შეურაწმყოფელია ამ მართლაცდა კულტურული სასარგებლო მცენარისათვის. თუ მაინცდამაინც მცენარეზე მიდგა საქმე სააკაშვილი უფრო სარეველას გავს!

ავტორი: ვალოდია ჯინჭარაძე

Comments
Loading...