რობაქიძის მკვლელობის ადგილზე პოლიცია დონაძის მითითებებს ასრულებდა

დღეს საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეს, კრიმინალური პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ელიზბარ ჩიკვაიძეს, მოუსმინეს. მისი დაკითხვისას დარბაზში დაპირისპირება მოხდა.
ჩიკვაიძის განცხადებით, მკვლელობის ადგილზე სამართალდამცველები გურამ დონაძის მითითებებით მოქმედებდნენ. მის განცხადებას მოჰყვა ბრალდებულთა ადვოკატების კითხვები, რაზეც დაღუპული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გააღიზიანდა და დაცვის მხარესთან შელაპარაკება მოუვიდა.
საბოლოოდ მან სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

Leave A Reply

Your email address will not be published.