რობერტ სტურუა ამერიკის ელჩს: “რას ერჩით ჩემ პატარა ქვეყანას?”

რეჟისორი რობერტ სტურუა საქართველოში ამერიკის ელჩს, იან კელის მიმართავს:

“ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა და დემოკრატიის პრინციპები, რომელიც ამერიკის პატრიარქებმა ჩამოაყალიბეს ფრანგი გამნათლებლების ნაშრომებზე დაყრდომით; მაგრამ მინდა შეგეკითხოთ და, იმედია, პასუხსაც მომახსენებთ,( თუ სერიალიThe House of Cards მთლად სიმართლე არ არის) : რას ერჩით ჩემ პატარა ქვეყანას? რა სიმდიდრე აღმოაჩინეთ ჩვენ მიწაზე – ნავთობი თუ ოქრო, ასე რომ ზრუნავთ ქართველებზე? დღეს, როცა ყველაფერს უსმენენ, ხედავენ, ისე რომ ტუალეტში შესვლა გრცხვენია, ქალის კოცნაზე ხომ არაფრს ვამბობ, პანიკური შიში მიპყრობს – კოსმოსიდან გვიცქერენ – რატომ იცავთ იმ ავაზაკთა ბანდას, საქართველო რომ გაანადგურა, მოსპო დემოკრატია, გახრწნა და ფულებით გაბერა ვიღაც-ვიღაცა ჩინოვნიკები; რატომ ურეკავთ, არიგებთ და ასე საეჭვოდ ეხმარებით ავადმყოფს, ვისაც ნამდვილი ამერიკელი ხელსაც არ ჩამოართმევდა ( მითუმეტეს, რომ CIA-მ ყველაფერი იცის?)

იქნებ ამიხსნათ, რა ბოროტება დაატყდა ჩვენ პატარა ერს, რომ ხალხის სურვილს არ ითვალისწინებთ, და გვიკრძალავთ საკუთარ აზრს და გვკარნახობთ თუ როგორ მოვიქცეთ? თუ რაღაც დიდი სტრატეგიული საიდუმლო არ გახლავთ, ბატონო ელჩო, თუ ამის უფლება გაქვთ, დიპლომატიურად მაინც მიპასუხეთ. ამერიკის პატრიოტი,
რ. სტურუა!”

P.S.
თუ ინებებთ, პრეზიდენტებზე ცალკე ვისაუბროთ

Leave A Reply

Your email address will not be published.