რობერტ სტურუა: ყველაზე დიდ ბოროტებად ის ხალხი მიმაჩნია, ვინც ამ ავაზაკებს იცავს!

„რატომ უნდა მიეწეროს ბოროტთა უნიჭო ვნებანი მთელ ქართველ ერს?!” – წერს რეჟისორი რობერტ სტურუა „facebook”-გვერდზე.

„საიდან აღმოცენდნენ ეს ბოროტი, შხამიანი ასპიდნი: სააკა, გიგა, თენგო, გიგი, თავისი ახლობელ-ნათესავებით – თათკა, თამთა, ქეთი, გუჩკა, თავისი მოჯამაგირე-მოაზროვნეებით, თავისი გველ-წიწილებით? რატომ უნდა მიეწეროს ბოროტთა უნიჭო ვნებანი მთელ ქართველ ერს?! რატომ უნდა იფიქროს სამყარომ, რომ აქ, ამ ღვთიურ მიწაზე კანიბალები ცხოვრობენ -მეოცე საუკუნე არ კმარა!? ყველაზე დიდ ბოროტებად კი მიმაჩნია ის ხალხი, ვინც ამ ავაზაკებს იცავს!” – წერს სტურუა.

Leave A Reply

Your email address will not be published.