“როდესაც “სოკარის” მონოპოლია შეწყდება, გაზის ტარიფი თუ არ განახევრდება, 30-35%-ით დაიკლებს”

მემარცხენე ალიანსის” გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის განცხადებით, “გაზპრომთან” წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაში, გაზის ტარიფი აუცილებლად დაიწევს.

მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში ერთ კლონკრეტულ კომპანიას აღარ ექნება მონოპოლია, კონკურენცია აიწევს და ის შეეცდება ფასიც დაწიოს.

“ეს არის ბიზნესის დაუწერელი კანონი. მარტო ერთი ქვეყნიდან რომ შემოდის ვთქვათ რძის პროდუქტი, რა თქმა უნდა, ის მონოპოლისტია. რა ფასსაც უნდა, იმ ფასს დაადებს. თუ ალტერნატიული მოწოდების გზა გაიხსნება, შეიქმნება ბუნებრივი კონკურენცია. შეეცდება, შედარებით ნაკლებ ფასად მოგაწოდოს, რაც მონოპოლისტსაც აიძულებს, ფასი დაწიოს. საბოლოოდ, პროდუქტი იაფდება. ერთი კვირის წინ, როდესაც “სოკართან” და “გაზპრომთან” პრაქტიკულად ერთდროუალდ დაიწყო მოლაპარაკება საქართველოს მთავრობამ, უკვე განაცხადა “სოკარმა”, რომ ის მზად არის გაზის ტარიფი დაწიოს. ასე რომ, ამას განცხადებაც კი არ სჭირდება. გაზის ტარიფი თავისთავად დაიწევს. ამასთანავე, ნავთობის ფასი კატასტროფულად დაეცა, შესაბამისად, ფასი ეცემა გაზზეც. როდესაც “სოკარის” მონოპოლია შეწყდება, გაზის ტარიფი თუ არ განახევრდება, 30-35%-ით დაიკლებს. მოგებული დარჩება საქართველოს მოსახლეობა, ეროვნული ინტერესები და ზარალში დარჩება “ნაციონალური მოძრაობა” და მიხეილ სააკაშვილი”, – აღნიშნა შატბერაშვილმა “პირველ პრესკლუბში” საუბრისას.

Leave A Reply

Your email address will not be published.