როგორ ჩააბარებს „სუსი“ „სერიოზულ გამოცდას?“

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურმა სერიოზული გამოცდა უნდა ჩააბაროს, რომელიც სამომავლოდ მის იმიჯზე სერიოზულად იმოქმედებს.

„თუ ეს მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დადგენილი წესის დარღვევით ისინი ვერ გახდება მტკიცებულებები და ვერ მოხდება მათი დართვა სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა ასეთი მასალების საფუძველზე ნამდვილად შეიძლება დაიწყოს გამოძიება. ეს არის პირველი საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის შემდეგ შექმნილმა ახალმა უწყებამ, უსაფრთხოების სამსახურმა აიღო და მას სჭირდება კარგი შეუბღალავი რეპუტაცია, ამიტომ როგორ მოხდება ყველაფრის გამოძიება პირდაპირ აისახება საზოგადოების ნდობაზე ამ სამსახურის მიმართ. ამიტომ ეს არის სერიოზული გამოცდა, რომელიც ამ სამსახურმა უნდა ჩააბაროს“

Leave A Reply

Your email address will not be published.