როგორ დაიწერა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სია – სააკაშვილი დეტალებს ჰყვება

ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიის დაკომპექტების პროცესზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში.

„მე არ ვიყავი და მე არ დამიკომპლექტებია ეს სია, აქ ისინი წინასაარჩევნოდ ხშირად იყვნენ მაგრამ სია დაკომპლექტდა ისე, რომ მათ უარი თქვეს ყრილობის ჩატარებაზე წინასაარჩევნოდ. ეს იყო, თუ გახსოვთ, ერთ-ერთი დიდი კამათი, კამათი იმაზე კი არ იყო დიდგორზე უნდა ჩატარებულიყო ყრილობა თუ სადმე სხვაგან, კამათი იყო საერთოდ ყრილობა უნდა ჩატარებულიყო თუ არა. მათ არ დაუშვეს ყრილობის ჩატარება. იმიტომ რომ ალბათ თუ ყრილობა ჩატარდებოდა, სხვა სახის კონფიგურაცია მოხდებოდა სიაზე. სხვა კანდიდატები დადგებოდნენ და აქ იყო ჯგუფი, რომელიც თუ კარგად ნახავთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთად არის ნამუშევარი, ერთმანეთის მეგობრები არიან, ახლობლები არიან და ნეპოტიზმის ნიშნები შეიმჩნეოდა სამწუხაროდ,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის თქმით, არჩევნების წინ მას არ ჰქონდა ბერკეტი, ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის.

„ჩვენ რომ მოგვეგო პირველი ტური, რა თქმა უნდა, ამ ხალხის მოგება მაინც ძალიან დადებითი იქნებოდა ქვეყნისთვის და მერე სულ სხვა ბერკეტები გვექნებოდა, იმიტომ რომ მე მეძლეოდა საშუალება ქვეყანაში დაბრუნების. უკვე სხვანაირად მოხდებოდა გადალაგება. საბოლოო ჯამში, ხალხი იმდენად არ აძლევდა ხმას პერსონალიებს, რამდენადაც აძლევდა ხმას იდეას, იდეას ნაციონალური მოძრაობის, მათ შორის ის ვინც ჩვენ გვაძლევდა ხმას, იდეას ჩემი საქართველოში ჩამოსვლის და ჩემი პროცესებში მონაწილეობის მიღების. ამგვარად თავისთავად ეს იყო ჩემთვის დისკომფორტი, რომ ამ ნიშნით დაკომპლექტდა, მაგრამ ამაში ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, რომ ეს ჯგუფი დარჩა, ამ ჯგუფს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების სადავეები და საბოლოო ჯამში, თუ სხვებიც ჩაერთვებოდნენ, მოხდებოდა ამ უარყოფითი მომენტების განეიტრალება,“- აცხდებს მიხეილ სააკაშვილი.

 

newposts.ge

Comments
Loading...