როგორ დავიკლოთ 8 კილო ერთ კვირაში

ეს ცოდნა გამოგადგებათ, რომ არასდროს გახდეთ მსხვერპლი გასახდომი ტაბლეტების და სხვადასხვა სარეკლამო განცხადებების, რომლებიც ინტერნეტში მრავლად გვხვდება. ყველაფერი, რაც გჭირდებათ – ჯანმრთელი კვება და რეჟიმის მკაცრი დაცვაა.

პირველი წესი: ამ განსაკუთრებულ კვირაში არასდროს გამოტოვოთ საკვების დროულად მიღება. ჯანმრთელი საკვები, დღეში ერთხელ არ დაგეხმარებათ გახდომაში! უნდა ეცადოთ, რომ ჭამებს შორის შუალედი არასდროს გაგრძელდეს 3 საათზე მეტ ხანს!

მეორე წესი: ამ დიეტის პერიოდში არ გრძნობდეთ შიმშილს. მოგშივდებათ? მაშინვე მიირთვით!

ეს დიეტა General Motors-ში შეიმუშავეს, იმ თანამშრობლებისთვის, რომლებსაც უნდოდათ გახდომა, მაგრამ ტაბლეტების და მკაცრი დიეტების გარეშე. ავტო ინდუსტრიის გიგანტის მიზანი იყო, რომ მხარი დაეჭირა თანამშორბლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ოფისებში ან ქარხნებში და არ რჩებათ დრო, რომ მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას.

თუ გინდათ, რომ ამ დიეტისგან მიიღოთ საუკეთესო შედეგი, მიუდეგით მას სრული სერიოზულობით.

პირველი დღე

ბ1

ეს ყველაზე მთავარი დღეა თქვენს პროგრამაში. ამიტომ ის ბოლომდე უნდა მიუძღვნათ ხილს. შეჭამეთ ყველა ხილი, რომელიც გიყვართ.

მთავარია – სიიდან ამოიღოთ ბანანი და დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე მეტად მოგიხდებათ საზამთრო და ნესვი. არ გაეკაროთ სხვა პროდუქტებს: არც  ყველს, არც მოხარშულ ბოსტნეულს.

ასევე ამ დღეს უნდა დალიოთ 8-12 ჭიქა წყალი.

თუ პროცესში იგრძნობთ შიმშილს, გაზარდეთ პორციები, გააკეთეთ ასორტები. არავითარ შემთხვევაში არ დარჩეთ მშიერი!

მეორე დღე

ბ2

ეს დღე უნდა დაუთმოთ ბოსტნეულს. აირჩიეთ ისინი, რომელიც მოგწონთ. შეგიძლიათ მოხარშოთ ან უმად მიირთვათ. მოხარშვის შემთხვევაში, არ გამოიყენოთ მარილი, ზეთი ან კარაქი.

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ მაინც მიირთვათ მოხარშული კარტოფილის ერთი პორცია. ეს უსაფრთხოა, დაგვიჯერეთ. ასევე სასარგებლოა სტაფილო, კომბოსტო, კიტრი, გოგრა, სალათი, ბადრიჯანი.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოგიწევთ ორგანიზმის გაწმენდა. ეს მნიშვნელოვანია თქვენი საკვები სისტემის “კაპიტალური რემონტისთვის”.

ამ დღესაც, არ დაგავიწყდეთ 8-12 ჭიქა წყლის დალევა!

მესამე დღე

ბ3

ეს დღე ხილ-ბოსტნეულისთვისაა. რაც გინდათ ის მიირთვით სიიდან, არ შეიძლება მხოლოდ კარტოფილი და ბანანი.

მთავარია – არ ჭამოთ ბოსტნეული და ხილი ერთდროულად. მოიმზადეთ ხილის ასორტი საუზმისთვის, ბოსტნეულის სალათა სადილისთვის და მიირთვის სხვადასხვა ხილი ვახშამზე.

როგორც პირველი ორი დღის შემთხვევაში, არ გამოგრჩეთ ბევრი წყლის დალევა.

მეოთხე დღე

ბ4

ამ დღეს ბანანის და რძის დიეტა გვაქვს. როგორც არ უნდა გაგიჭირდეთ, დღის განმავლობაში მოგიწევთ 8-10 ბანანის და სამი ჭიქა რძის დალევა. სხვას არაფერს გაეკაროთ!

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს “შიმშილის დღე” იქნება, მაგრამ გაგიკვირდებათ, როცა საღამოს თავს შესანიშნავად იგრძნობთ. მთავარია – დაიმახსოვრეთ, რომ ამ დღეს მინიმუმ 4-ჯერ მაინც უნდა ჭამოთ. რძე დალიეთ საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე.

ჩვენ კი გარანტიას გაძლევთ, რომ დღის განმავლობაში ვერ იგრძნობთ შიმშილს!

მეხუთე დღე

ბ5

თუ პომიდორი გიყვართ, მეხუთე დღე თქვენთვის ნამდვილი ზეიმი იქნება.  სადილზე უნდა მიირთვათ ერთი ჭიქა მოხარშული ბრინჯი, ხოლო საუზმეზე და ვახშამზე – არაუმეტეს 6-7 დიდი პომიდორისა.

ამ დღეს ორგანიზმი გამოყოფს დიდი რაოდენობით სითხეს. ამიტომ უნდა შეეცადოთ დალიოთ 12-15 ჭიქა წყალი.

მეექვსე დღე

ბ6

შუადღის სადილზე შეგიძლიათ მიირთვათ ერთი ფინჯანი ბრინჯი. დღის დანარჩენი დრო კი დაუთმეთ მცენარეულ რაციონს, მსგავსად ხილ-ბოსტნეულის დიეტისა. ამ დროისთვის უკვე მიჩვეული იქნებით ცოტა საკვების მიღებას ამიტომ უფრო კარგად იგრძნობთ თავს, ვიდრე პირველ დღეებში.

მეშვიდე დღე

Glasses of fruit and vegetable juice with fruits on a white background

ეს თქვენი დიეტის ბოლო დღე. უფლება გაქვთ მიირთვათ ერთი ჯამი ბრინჯი და ნებისმიერი ბოსტნეული, რომელსაც მოისურვებთ. ხილის ჭამა ამ დღეს არ შეიძლება, მაგრამ ყველაფერს მიაყოლეთ ხილის წვენი. რა თქმა უნდა, ახლად გაწურული.

თუ ამ დიეტას მკაცრად დაიცავთ, ერთ კვირაში საგრძნობლად დაიკლებთ წონაში. შემდეგ კი არ დაიწყებთ ისევ მატებას, რადგან ეს დიეტა მშვენივრად წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას. თქვენ შეძლებთ ჭამოთ არც ისე ცოტა და ამავდროულად არ მოიმატოთ წონაში!

ამ დიეტის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთხელ.

 

წყარო:facts.ge

Comments
Loading...