როგორ გავაკეთოთ 3D სათვალეები?
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- მუყაოს ქაღალდი, წითელი და ლურჯი ფერის მარკერები, პლასტმასი და მაკრატელი, წებო
საფეხურები
- 1ვჭრით ჩარჩოს და ფირფიტებს
მუყაოს ქაღალდიდან ამოვჭრათ ჩარჩო. ცალკე პლასტმასისგან ამოვჭრათ ორი ცალი ფირფიტა, რომელსაც შემდეგ შევღებავთ ლურჯ და წითელ ფერებად
- 2ახლა ყურადღება
წითელი პლასტმასის ფირფიტას ვაწებებთ მაცხენა თვალის მხარეს, ლურჯს მარჯვენა მხარეს და აქ მთავარია არ აურიოთ მხარეები, თორემ საჭირო ეფექტს საერთოდ ვერ მიიღებთ.
- 3უფრო ხარისხიანი სათვალე
უფრო ხარისხიანი სათვალის გასაკეთებლად იყენებთ ჩვეულებრივი მზისგან დამცავი სათვალის ჩარჩოს. ვიღებთ სათვალიდან მუქი ფერის მინებს და ვსვამთ მასში პლასტმასისგან ამოჭრილ და შემდეგ ლურჯად და წითლად შეღებილ ფირფიტებს.
გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!
rogor.ge