როგორ გავაკეთოთ ნაძვის ხის სათამაშოები? 5 იდეა!

მალე ახალი წელი მოვა! გეყოთ მუშაობა! ჯობს დაისვენოთ და გააკეთოთ სადღესასწაულო დეკორაციები, რომლითაც განწყობასაც შეიქმნით და მეგობრებსაც გააოცებთ. ადამიანებს, რომლებსაც სურთ ეს ზღაპრული დღესასწაული კიდევ უფრო გაილამაზონ, ვთავაზობთ საახალწლო დეკორაციების იდეებს, რომლის გაკეთებასაც საკუთარი ხელით შეძლებენ. გადახედეთ ნაკრებს და დარწმუნდით, რომ ორიგინალური დეკორაციის შექმნა სულაც არ არის ძნელი. მოდით, ერთად ავიმაღლოთ სადღესასწაულო განწობა და გარშემომყოფებს სიხარული, სილამაზე და ღიმილი ვაჩუქოთ.

საფეხურები

  1. 1სათამაშო დისკებისგან

    აიღეთ ერთი ჩვეულებრივი, გამჭვირვალე ნაძვის ხის ბურთულა და დისკი. დაჭერით დისკი მაკრატლით სხვადასხვა ზომის ფორმებად და მიაწებეთ სათამაშოს.

  2. 2თოვლის ბაბუები

    გააკეთეთ თოვლის ბაბუები სასმელის სახურავებისგან. აიღეთ ლენტა და დააწებეთ მასზე სამი სახურავი, ისე როგორც ფოტოზეა მოცემული. დაახატეთ სახურავებს თვალები და პირი.

  3. 3პინგვინები ნათურებისგან

    ამისათვის დაგჭირდებათ ნათურები და გუაშის ან ზეთის საღებავები. უბრალოდ აიღეთ ფუნჯი და დაახატეთ პინგვინი ნათურებს.პინგვინები შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დეკორაციად, ისე ნაძვის ხის სათამაშოდ.

  4. 4სათამაშო ღილებისგან

    ამ სათამაშოს გასაკეთებლად დაგჭირდებათ ღილები, წებო, უბრალო სათამაშო და პულივიზატორი. დააწებეთ სათამაშოს ღილები, შემდეგ კი შეღებეთ პულივიზატორით.

  5. 5ფიფქები

    ფიფქები ყველაზე გავრცელებული საახალწლო დეკორაციაა. ყველაზე მეტად ქაღალდისგან გამოჭრილ ფიფქებს ვიყენებთ. მაგრამ თუ ყაიზნახით ქსოვა გეხერხებათ, შეგიძლიათ ფიფქები მოქსოვოთ. ეს ძალიან ორიგინალურია.

 

წყარო :   rogor.ge

Comments
Loading...