როგორ გავაკეთოთ ფოკუსები?

ფოკუსები ყოველთვის პოპულარულია. მათი მეშვეობით უამრავი ადამიანის გაოცებას შეძლებთ და თანაც ნიჭიერი ადამიანის სახელს მოიპოვებთ. დღეს დღეობით ბევრ საინტერესო ილუზიონისტს გადააწყდებით ტელე შოუებში და ალბათ თქვენც გიჩნდებათ სურვილი მათ ჯადოსნურ ხელოვნებას დაეუფლოთ, გაიგოთ, როგორ აკეთებენ ამა თუ იმ ფოკუსს. ამ ინსტრუქციაში საქმეს გაგიადვილებთ და გასწავლით ყველაზე მარტივი ტრიუკების ჩატარებას. საქმე კი იმაშია, რომ ამისათვის სრულიად მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომი ნივთები დაგჭირდებათ, რომლებსაც სახლშიც ადვილად იპოვნით. სანამ ფართო აუდიტორიას გააცნობთ თქვენს ნიჭს, ივარჯიშეთ სახლში სარკესთან. აი ეს კი დაპირებული ფოკუსები.

საფეხურები

  1. 1ფოკუსი ჭიქითა და მონეტით

    ამ ფოკუსის შესასრულებლად დაგჭირდებათ: მონეტა, ჭიქა და ხელსახოცი 50X50 სმ ზომის.ილუზიონისტი მაყურებელს აჩვენებს წყლით სავსე ჭიქას, რომელშიც მეტი არაფერია. მაყურებლებიდან ირჩევს მოხალისეს და სთხოვს ჩაიხედოს ჭიქაში. ამ დროს აფარებს ცხვირსახოცს ჭიქას, აკეთებს მაგიურ მოძრაობებს და იღებს მას. მაყურებელი უყურებს ჭიქას და ხედავს, რომ მასში მონეტა არ დევს.

    რაში მდგომარეობს ამ ფოკუსის საიდუმლო? მონეტა თავიდანვე ეწებება ჭიქის ძირს. როცა ჭიქა ცარიელია, მონეტა შუშაში ადვილად ჩანს. მაგრამ თუ ჭიქა წყლით ივსება, მონეტას ვერ ხედავს მაყურებელი, როცა ჭიქას გვერდიდან უყურებს. ის მხოლოდ ზევიდან ჩანს.

  2. 2არაჩვეულებრივი მონეტა

    ამ ფოკუსის ჩასატარებლად თქვენ დაგჭირდებათ მონეტა და ხელსახოცი 30X30 სმ ზომის. ასევე გჭირდებათ ასისტენტიც. ილუზიონისტი დებს მონეტას მაგიდაზე, ფარავს ხელსახოცით და მაყურებელს სთავაზობს მაგიდასთან რიგრიგობით მისვლას, იმაში დასარწმუნებლად, რომ მონეტა ადგილზეა. შემდეგ ილუზიონისტი იღებს ხელსახოცს მონეტასთან ერთად ხელში და მსუბუქი მოძრაობით გადაიტანს მეორე ხელში. შემდეგ კი აჩვენებს, რომ შარფი ცარიელია. ამის შემდეგ მიდის ერთ-ერთ მაყურებელთან და ჯიბიდან აცლის მონეტას.
    რაში მდგომარეობს საიდუმლო? თქვენ გყავთ დამხმარე. დამხმარე ზის მაყურებელთა შორის. და როცა საქმე იქამდე მიდის, რომ მაყურებელი უნდა დაარწმუნოთ ხელსახოცის ქვეშ მონეტის არსებობაში, ის მოდის ბოლო შემმოწმებლად და ჩუმად გაცლით მონეტას მაგიდიდან. თქვენ კი მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ მიხვიდეთ თქვენს ასისტენტტთან და ჯიბიდან მონეტა ამოაცალოთ.

  3. 3ფოკუსი ხელსახოცით და მონეტით

    ფოკუსის ჩასატარებლად დაგჭირდებათ: მონეტა, ორი ხელსახოცი 30X30 სმ ზომის და მრგვალი რეზინა. ილუზიონისტი მაყურებელს სთხოვს მონეტას. მას ბევრ მონეტებს აწვდიან, საიდანაც ის ერთ-ერთს ამოარჩევს. ჯიბიდან იღებს ხელსახოცს, ფერთხავს და მის ცენტრში ათავსებს მონეტას. შარფი გადმოტრიალდება და მონეტა მის ქვეშ ექცევა. ილუზიონისტი ჯიბიდან იღებს რეზინას, უკეთებს ხელსახოცს მონეტასთან ახლოს და უჭერს. შემდეგ მაყურებელს სთავაზობს, გამოწიონ ხელის გული. ამ დროს ილუზიონისტი კიდეებიდან წევს შარფს და აღწევს იმას, რომ რეზინა მოძვრება მონეტას. მაგრამ მაყურებლის ხელის გულზე არაფერი ჩამოვარდება. ამის შემდეგ კი ილუზიონისტი თავს აჩვენებს მაყურებელს, რომ დაკარგული მონეტა კარადიდან გამოიღო.

    საიდუმლო მარტივია და სპეციალური ხელსახოვის მომზადებაში მდგომარეობს. აიღეთ ორი აბსოლუტურად ერთნაირი ხელსახოცი, და დააკერეთ ისინი ერთმანეთს. მოათავსეთ მასში მონეტა და შეკერეთ ისე, რომ მონეტა არ გადმოვარდეს. ფოკუსის შესრულებისას მაყურებლისგან იღებთ მონეტას და ახვევთ ხელსახოცში. ამ დროს ის თქვენს ხელში ვარდება. მასში ჩაკერებული მონეტა კი ადგილზე რჩება. სწორედ მასზე კეთდება რეზინა. მაყურებლისგან მოწოდებული მონეტა უჩუმრად გიჭირავთ ხელში მთელი ფოკუსის განმავლობაში და მხოლოდ ბოლოსკენ აჩვენებთ მას.

წყარო : rogor.ge

Comments
Loading...