როგორ გავიწმინდოთ სისხლი სახლის პირობებში

გერმანიაში, საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ასევე – იაპონიაში გაცილებით მეტად არის მიღებული ბალახებით მკურნალობა და ეს განსაკუთრებით სისხლის გაწმენდა-განახლებას ეხება. 50 წელს გადაცილებულ ყოველ ადამიანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები არ აქვს, ექიმები ყოველწლიურად უნიშნავენ სისხლის გამწმენდ მცენარეთა ნაკრების 2-3-კვირიან პროფილაქტიკურ კურსს, რაც საგრძნობლად ამცირებს დაავადების განვითარების ალბათობას და ორგანიზმისთვისაც ძლიერ მარგებელია. ყველაზე გავრცელებული და ცნობილი სისხლის გამწმენდები გახლავთ ეგრეთ წოდებული წითელი პროდუქტები – ჭარხალი, ყურძენი, მაყვალი, წითელი მოცვი.
გარკვეული ხნის განმავლობაში სულ მცირე რაოდენობით ჭარხლის წვენის სმა საგრძნობლად წმენდს და აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას. გამოწურეთ ჭარხალს წვენი და მიღებამდე 2-3 საათით მაცივარში დადგით. თავდაპირველად შეგიძლიათ ცოტაოდენი სტაფილოს წვენი შეურიოთ, შემდგომ კი ამ უკანასკნელის წილი თანდათან უნდა შეამციროთ. ჭარხლის წვენის მიღება რეკომენდებულია ერთი თვის განმავლობაში დღეში 1 ჭიქის ოდენობით.
საშუალება, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ სისხლის პროფილაქტიკური გაწმენდისთვის, არის რძიანი ჩაი. ჭიქაში ჩაასხით 2 სადილის კოვზი არაპასტერიზებული (!) რძე და შეავსეთ იგი ახალდაყენებული ჩაის მაგარი ნაყენით. 15.00 საათამდე მისი დალევა შეიძლება უშაქროდ, მოგვიანებით კი შეგიძლიათ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი დაუმატოთ.
სისხლისა და ლიმფის გასაწმენდად კარგია ნივრის მიღება ლიმონის წვენთან ერთად. აიღეთ 400 გრამი ნიორი, დანაყეთ კარგად და შეურიეთ 800 გრამ წვრილად დაჭრილ ლიმონს. დადგით სიგრილეში, დღეში ერთხელ კარგად აურიეთ, შემდეგ 1 ჩაის კოვზი გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ. უნდა სვათ, ვიდრე არ გათავდება. კურსის განმეორება შეიძლება 2-3-ჯერ.
გამომშრალი ბაბუაწვერას ფესვები უნდა დაფქვათ, შემდეგ აიღოთ 1 სადილის კოვზი და დაასხათ 2 ჭიქა ადუღებული წყალი, რამდენიმე საათით გააჩეროთ თერმოსში და გადაწუროთ. ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 4-5-ჯერ. ეფექტი გაცილებით გაიზრდება, თუ მას ჩაისავით დალევთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.
1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას (ბალახს) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წამი, გაწურეთ და დალიეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.
2 სადილის კოვზი ჭინჭარი ჩაყარეთ ქვაბში, რომელშიც დუღს 2 ლიტრი წყალი. ადუღეთ 3-5 წუთი და გადმოდგით. ეს ნაყენი უნდა დალიოთ ყოველდღე, 15.00-დან 19.00 საათამდე. მკურნალობა გრძელდება 2 კვირა, შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და კურსს იმეორებთ. იხილეთ ვრცლად

Comments
Loading...