როგორ გავხდეთ უფრო ხელმისაწვდომები?

რატომ უნდა ვიყოთ ხელმისაწვდომები? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ხელმისაწვდომობა გვეხმარება წარმატებული კარიერის ქონაში, ადამიანები ჩვენს გარშემო უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს და სხვ. მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრება გაცილებით ადვილია, როდესაც ხელმისაწვდომი ვართ და ჩვენც ვიღებთ სხვებს.

გთავაზობთ რამდენიმე გზას, თუ როგორ გავხდეთ უფრო ხელმისაწვდომები:

1. დაამყარე თვალით კონტაქტი და გაიღიმე

როდესაც იღიმით გარშემომყოფები პოზიტიურად განეწყობიან თქვენს მიმართ

გაიღიმეთ, როდესაც:

  • ეცნობით უცხო ადამიანს
  • როდესაც სხვა ადამიანი იღიმის
  • ვიღაც სასაცილო ისტორიას ყვება
  • კომუნიკაციისას თვალით კონტაქტი აადვილებს ადამიანთან ურთიერთობას და უფრო ხელმისაწვდომს გვხდის გარშემომყოფთათვის

2. ყურადღება მიაქციეთ სხეულის ენას

ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულის ენას. შესაძლოა არასწორმა სხეულის ენამ ადამიანს თქვენზე წარმოდგენაც კი დააკარგვინოს.

  • არ ჩამოყაროთ მხრები
  • სკამზე ჯდომისას არ მოიხაროთ წელში
  • არ გადააჯვარედინოტ ხელები დგომისას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გსურთ სხვებთან ურთიერთობა და აურას კეტავთ
  • არაა სასურველი ხელების ჯიბეებში ჩაწყობა

3. ხალხთან საუბრისას მოიშორეთ ისეთი ნივთები, რომლებიც სახეს გიფარავთ, მაგალითად ქუდი, მობილური ტელეფონი და სხვა.

 

 

 

genius.ge

Comments
Loading...