როგორ გავთბეთ ზამთარში ეკონომიურად?!

ელექტროენერგიისა და გაზის გაძვირებასთან ერთად უფრო და უფრო მეტი ეკონომიის გაწევა გვიხდება. არადა ზამთარში როგორმე უნდა გავთბეთ. რა გავაკეთოთ თუ ჩვენ სახლში ცივა, გამათბობლის 24 საათიანი ჩართვა კი არ შეგვიძლია? სიცივეში უნდა გავთბეთ – ეს ერთადერთი ჭეშმარიტებაა, რომელიც არც ეკონომიის ლოგიკას ექვემდებარება და არც გაძვირებულ გადასახადებს. ამიტომ აღნიშნულ ინსტრუქციაში გასწავლით როგორ გავათბოთ სახლი ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

საფეხურები

  1. 1შეამოწმეთ ფანჯრები

    ფანჯრები უნდა იყოს ჰერმეტულად დაცული. შეამოწმეთ ხომ არ აპარარებს ჰაერს ფანჯარასა და ჩარჩოს შორის დარჩენილი სივრცე. თუ ეს ასეა, შეიძინეთ სპეციალური საღებავი ფანჯრებისთვის, რომელიც ჰაერის შემოპარვისგან დაგიცავთ. უკიდურეს შემთხვევაში გაუკეთეთ მათ საცავი ძველი ნაჭრებისგან.

  2. 2ჩამოკიდეთ შხაპის ფარდა

    ფანჯრებზე ჩამოკიდეთ შხაპის ფარდა. ის იზიდავს მზის შუქს და იცავს თქვენს ოთახს ფანჯრიდან შემოპარული ჰაერისგან.

  3. 3შეამოწმეთ კარი

    სახლში ცივი ჰაერი კარიდანაც შეიძლება შემოვიდეს. ამიტომ შეიძინეთ სპეციალური დამათბობელი, ან ამოავსეთ ჩარჩოსა და კარს შორის დარჩენილი სივრცე ე.წ. სკოჩით ან ნაჭრებით.

  4. 4შემოუშვით მზის შუქი

    დარწმუნდით, რომ დღისით არაფერი ეღობება თქვენს სახლში მზის შუქის შემოსვლას. მოაშორეთ ფანჯარას ყველაფერი, რაც მას ხელს უშლის.

  5. 5დახურეთ ოთახის კარები

    დახურეთ იმ ოთახების კარები, რომელსაც არ იყენებთ. ეს შესამჩნევად შეამცირებს სიცივეს თქვენს სახლში და დაგროვილ სითბოს გაუკეთებს ლოკალიზებას იმ ადგილზე, რომელშიც უმეტეს დროს ატარებთ.

  6. 6დააგეთ ხალიჩა

    სითბოს შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ხალიჩის ან იატაკის საფენის გამოყენებაც. ის იატაკიდან ამოსულ სიცივეს შეაფერხებს.

  7. 7მოამზადეთ საჭმელი

    საჭმლის მომზადებისას დაგროვილი სითბო კიდევ ერთი რესურსია სიცივისგან თავის დასაცავად.

  8. 8მიიღეთ ბევრი სითხე

    ხშირად დალიეთ ცხელი სასმელები და დაამატეთ ცოტა ალკოჰოლიც. ეს დამატებითი რესურსია ცივ ზამთარში გასათბობად.

 

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

 

rogor.ge

Comments
Loading...