როგორ იკლებენ წონაში ვარსკვლავები დღესასწაულის შემდეგ

წონაში დაკლების საიდუმლოებებს ვერა ბრეჟნევა, გვინეტ პელტროუ და სკარლეტ იოჰანსონი გვიმხელენ.

ცილოვანი რაციონი და პილატესი

ქართველების რძალი – ვერა ბრეჟნევა, გულწრფელად აღიარებს, რომ დღესასწაულების შემდეგ წონაში იმატებს და დიდი ძალისხმევა სჭირდება ფორმაში ჩასადგომად. მომღერალი და მსახიობი პილატესს ვარჯიშობს, რომელიც კუნთების გამაგრებაში და ცხიმის კონკრეტული ადგილებიდან მოცილებაში ეხმარება.

იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კვებას. რაციონი გამდიდრებული აქვს ჯანსაღი პროდუქტებით: კვერცხი, ფაფა, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი და ქათამი. ტკბილეულსა და ალკოჰოლზე კი უარს ამბობს.

ვერა წახემსების წინააღმდეგია. სასუსნავების ნაცვლად იგი წყალს სვამს, მაგრამ მასაც გრაფიკით: ჭამიდან 45 წუთის შემდეგ და ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

არა მარტო გახდომა, არამედ გაწმენდაც

ჰოლივუდის ვარსკვლავი გვინეტ პელტროუ გახდომის მსურველებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ორგანიზმის გაწმენდას ურჩევს.

საუზმეზე ხილისა და მწვანილის კოქტეილს მიირთმევს, სადილზე – წვნიანს. ვარსკვლავის არჩევანია გოგრა. წასახემსებლად ბრინჯის ორცხობილა აქვს, რომელსაც ნუშის პასტას უსვამს. მას თავად ამზადებს: წინა დღით წყალში დამბალ და კანგაცლილ ნუშს აბლენდერებს და ცოტა მარილს ამატებს. ვახშამზე ქათმის ფილეს მიირთმევს, რომელსაც გრილზე ამზადებს. გარნირად აქვს მცენარეული ზეთით შეზავებული სალათა. ქათმის ჩანაცვლება თევზით შეგიძლიათ.

დიეტის დროს გვინეტს რაციონიდან ამოღებული აქვს: კოფეინი, შაქარი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი და კარტოფილი.

 

NEWSTIME.GE

Comments
Loading...