როგორ მივიღოთ სახელმწიფო დაფინანსება ჩვენი ბიზნესისთვის?
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს პროგრამას “აწარმოე საქართველოში”. პროგრამა გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. პროგრამა ხორციელდება საქართველოს რეგიონებში. პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნსის წამოწყებისთვის, ან
არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
საფეხურები
- 1პროგრამის განხორციელების ეტაპები:
ბიზნეს იდეის წარდგენა
ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://qartuli.ge/ (განაცხადის ბეჭდური ვერსია არ მიიღება).
განაცხადის გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
შერჩეული ბიზნესიდეების ავტორების გადამზადება ბიზნესიდეის ბიზნესგეგმად გარდასაქმნელადბიზნეს გეგმის წარდგენა
ბიზნესგეგმის განაცხადის შევსება ვებგვერდზე http://qartuli.ge (განაცხადის ბეჭდური ვერსია არ მიიღება)
განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
საუკეთესო ბიზნესგეგმების გამოვლენა
საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორების მიეწ 20%-ის თანამონაწილეობის თანხის დაფარვა
საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორებზე მიკრო გრანტის გაცემა. - 2დაფინანსების მექანიზმი
ერთი მეწარმე სუბიექტი – თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა – 5 000 ლარი
ორი მეწარმე სუბიექტი – თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა – 10 000 ლარი
სამი მეწარმე სუბიექტი – თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა – 15 000 ლარი - 3საკონსულტაციო მხარდაჭერის მექანიზმი
ყველა ბენეფიციარი მიიღებს თანამედროვე სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას:
ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
ბიზნესგეგმების შედგენის ტრენინგი
ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგი - 4პროგრამაში ჩართვის პირობები
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
არის სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) საქართველოს მოქალაქე
არ არის საჯარო მოხელე
არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე
კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20% თანხობრივ თანამონაწილეობას; აცხადებს მზაობას ბიზნესგეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა. - 5განმახორციელებელი ორგანიზაციები
აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქ. ბათუმი, ა. მელაშვილის ქ. #2
ქ. ზუგდიდი, ლაზის ქ. #14
ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. #114
16100 (ცხელი ხაზი)
შპს. ჯი-ემ-სი-ჯი – INNOVAკახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი
ქ. თელავი, ი ჭავჭავაძის ქ. #87
ქ. გორი, სამეფოს ქ. #27
ქ. დუშეთი, კოსტავას #3
236-98-66
222-45-32
შპს. თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრისამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი
ქ. ახალციხე, გვარამაძის ქ. #16
ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. #48
+995 32 205 19 92
info@rda.org.ge
ა(ა)იპ RDA – რეგიონალური განვითარების ასოციაციაიმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი
ქ. ქუთაისი, კოსტავას ქ. #9
ქ. ამბროლაური, თამარ მეფის #1
0431 25 55 74
SME@SCOUT.GE
ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობა – საქართველოს სკაუტე
წყარო : rogor.ge