როგორ მოვამზადოთ გურული ღვეზელი

  1. გახსენით საფუარი

    შეათბეთ წყალი/რძე 35C გრადუსამდე, შეურიეთ მარილი და გახსენით საფუარი.

  2. 2მოზილეთ ცომი

    ჩაყარეთ 600 გრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუარიანი წყალი/რძე და ზეთი. ღვეზელისთვის ოქროსფერი შეფერილობის მისაღებად, ჩაუმატეთ შაქარიც. მოზელილი რბილი ცომისგან გააკეთეთ ბურთი, შეფუთეთ და 2 საათით დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

  3. 3გადაზილეთ

    შემდეგ ჩაუმატეთ ცომს 150-200 გრამი ფქვილი და ერთხელაც მოზილეთ. ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე გაყავით მიღებული ცომი ოთხ თანაბარ ნაწილად. შეფუთეთ(გადააფარეთ კულინარილი ცელოფანი) და დატოვეთ თბილ ადგილას 10 წუთით.

  4. 4შიგთავსი

    დაფშხვენით ყველი. 4 ცალი მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე. ხელით გააბრტყელეთ ცომის ბურთები 4-5 მილიმეტრის სისქეზე. თითოეულის ცალ მხარეს გადაანაწილეთ ყველი და განათავსეთ კვერცხის ორი ნაჭერი. ზევიდან გადმოაკეცეთ ცომის მეორე ნახევარწრე და კიდეებზე თითების დაჭერით შეუკარით პირი.

  5. 5კვერცხი

    განაცალკევეთ ერთი კვერცხის გული ცილისგან. ჩაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი/რძე და კარგად გათქვიფეთ.

  6. 6გამოაცხვეთ

    მოაყარეთ ფქვილი საცხობ ლანგარს, განათავსეთ მასზე ნახევარმთვარისებური გურული ღვეზელები და მოაცხეთ ზემოდან გათქვეფილი კვერცხის გული. შედგით ღუმელში და აცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე, 15-20 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია!

ROGOR.GE

Comments
Loading...