როგორ მოვამზადოთ საცივი?!

ავტორი: მარიამ მათიაშვილი

ახალი წელი კარს მოგვდგომია და ჩვენს შორის არიან დამწყები დიასახლისები (მამასახლისებიც), რომლებმაც ჯერ არ იციან საცივის მომზადება, არადა ტრადიციაა, რომ ყველა ოჯახში უნდა გაკეთდეს ეს უგემრიელესი ტრადიციული კერძი. სანამ დედებს და ბებიებს შევაწუხებთ რეცეპტის ჩასაწერად, გირჩევთ ჩვენთან შემოიხედოთ და საცივის მომზადების უნივერსალური რეცეპტით იხელმძღვანელოთ!

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • 1.5 კილოგრამი მთლიანი ქათამი ან ინდაური
  • 700 გრამი ნიგოზი
  • 5 თავი საშუალო ზომის ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
  • 1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
  • 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 5 ცალი მიხაკი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 სავსე ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • მარილი გემოვნებისამებრ
  • 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

საფეხურები

  1. 1მოხარშეთ ქათამი

    ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოხარშეთ ქათამი ნახევრამდე.

  2. 2შეწვით

    ამოიღეთ, კოვზით მოასხით ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და აცხვეთ 180C გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

  3. 3მოხრაკეთ ხახვი

    თხლად დაჭრილი ხახვი 6-7 წუთის განმავლობაში ბრაწეთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. ჩაასხით ხახვი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა.

  4. 4გაატარეთ ნიგოზი და შეანელეთ

    ნიგოზი რამოდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის.

  5. 5დანაყეთ ნიორი

    დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ.

  6. 6შეანელეთ

    ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე. და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!

ROGOR.GE

Comments
Loading...