როგორ შეხვდნენ FB-ზე მოსამართლის გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერები

განჩინებაში ურთმელიძე მიუთითებს, რომ “შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დროებით მმართველად დაინიშნოს დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი”. მეექვსე პუნქტში აღნიშნულია, რომ დვალმა და საყევარიშვილმა უფლებამოსილების განხორციელება განჩინების გამოქვეყნების დღესვე, ანუ 5 ნოემბრიდან უნდა დაიწყონ. მეშვიდე პუნქტში მოსამართლე ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერა.

მომხდარს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოყვა. ღამითვე “რუსთავი 2”-თან, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. გთავაზობთ ზოგიერთ გამოხმაურებას თემასთან დაკავშირებით:

ნინია კაკაბაძე
7 ნოემბერს იმედში რომ შევარდა სააკაშვილი, მერე გადადგა და ივანიშვილი რას იზამს? არაფერს ხომ?!

ნათია დიღმელაშვილი
ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე:

1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს).
2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.
3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი, ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული “დროებითი მმართველები”, რომლებიც საკუთარი თავის წინააღმდეგ, ლოგიკურია, რომ ვერც და არც გაიბრძოლებენ.
4. დაავალა “დროებით მმართველებს” მიუკერძოებლად გაუძღვნენ საწარმოს, მაშინ როდესაც ერთი “მმართველი” თავად არის მომჩივანი, მეორე – იმედის ყოფილი ხელმძღვანელი. გამოდის, რომ ზედა ინსტანციებში საქმის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს უნდა ედავონ.

შედეგები:
1. დღეიდან ვემშვიდობებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში.
2. ვემშვიდობებით დემოკრატიას.
3. ვემშვიდობებით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
4. ვემშვიდებობით საერთაშორისო მხარდაჭერას.
მალე ალბათ რუკიდანაც გავქრებით.
ოთხწლედის მიზანიც შესრულებულია.

ზაზა ბიბილაშვილი
*დავიდ დვალი* ბიძინამ შეიძლება გაასწროს, აი შენ კი ვერსად წახვალ

დღეს ბიძინა ივანიშვილი, ნაბიჭვარი ურთმელიძის ხელით, შეეცადა საქართველოს კონსტიტუციური წყობის დამხობას. დღეს ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს რუსი უზურპატორისგან. ძირს ბიძინა ივანიშვილი! ძირს ჯამაჰირია!!!

ნინო დანელია
ეს რა არის? როდიდან წყვეტს მოსამართლე ტვ-ს ახალი ამბების შინაარსს?

დილის 6 საათია. მოვედი სახლში რ2-დან. მშვიდად მძინარე ბავშვებს ვაკოცე და დავპირდი, რომ დავამარცხებ ბოროტ ურჩხულს, რომელიც ჩემი ქვეყნის დაპატრონებას ცდილობს. არასოდეს მომიტყუებია ისინი. ჩვენ მოვიგებთ ომს!

რომან გოცირიძე
14 წლის წინათ რუსეთში NTV დახურეს. მის დასაცავად თურმე თბილისში მიტინგიც გაგვიმართავს. არ მახსოვდა. წინასწარმეტყველური სიტყვები თქვაო, შემაქო სიუჟეტის ავტორმა.

“თუ რუსეთში გაუვათ დღეს, ეს ხვალ ჩვენთან ან სხვაგანაც შეიძლება მოხდეს-მეთქი”!
მართლაც, შეუტია რუსთავი 2-ს შევარდნაძემ, მაგრამ კარგი ჩიტი დაიჭირა.
უტევენ ესენი ახლა რუსთავი 2-ს. ვშიშობ, კარგ შაშვს არ გამოკრან ხელი

ირინა სარიშვილი
აბა, კიდევ ვინ ფიქრობთ, რომ თავის და ერთმანეთის დასაცავად ბარიკადები არ გვინდა?!
მე სხვა გზას ვერ ვხედავ და არც მეშინია ამისი თქმის!
ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ერთმანეთს კი არა, ამ ნაძირალა ხელისუფლებას დავუპირისპირდეთ!
სხვანაირად ეს ქვეყანა დამთავრდება!

ანი ნადარეიშვილი
ბატონო ბიძინა, შავი დღისთვის გექნებათ რამე ვიდეო/აუდიო ჩანაწერი გადანახული და გაუშვით ბარემ,
შავი დღე კი დაგიდგათ

ჩიორა თაქთაქიშვილი
ეს დავით დვალი ის მეწილე არ არის, ვისზეც ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ჩემს გარეშე ბიძინა დვალს და აქიმიძეს წილებს ვერ დაუბრუნებსო?
რა გამოდის, ეროსი კიწმარიშვილი ამის შემდეგ მოკლეს და რუსთავი2-ს დვალს უკანონებენ სამართავად? მოხდებოდა ეს, ეროსი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო?

იქნებ გამახსენოთ, როდის ახსოვდა კონსტიტიცია ამ კომიკურ პერსონაჟს და დიქტატორის პროვოკაციას? მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში არ შეუშვა ყოველწლიური მოხსენების გასაკეთებლად? ან იქნებ მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით გადმოიტანა თბილისში? თუ მაშინ, როდესაც არაფორმალურ მმართველად წამოაჯდა თავს პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობასა და სასამართლოს?
კარგი იქნებოდა სამოქალაქო სექტორს მაშინვე შემოერტყა განგაშის ზარები. დღეს აქ არ ვიქნებოდით!
მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. და რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინ არის.

ირმა ნადირაშვილი
მოვიდეს პრეზიდენტი და დადგეს თავისი ქვეყნის დასაცავად რუსთავი2-ის ეზოში

მარიამ საჯაია
გაიგეთ ახლა ქინძები ვინ არიან?
მე წავედი რუსთავი2-ში.
ვისაც კონსტიტუციის თავზე დახევა არ მოგწონთ და ფიზიკურად შეგიძლიათ, მოდით, თორე მერე სახლში მოგადგებიან და იქ დაგახევენ კონსტიტუციას თავზე.
ნეტა მართლა მქონდეს ახლა ბარიკადა…

თამარა ჩერგოლეიშვილი
ამ ქვეყნის კონსტიტუციურ ფარგლებში დაბრუნების გეგმა:

1) მუხლი რომლის საფუძველზეც ასეთ აბსურდში შევედით – საჩივრდება.
2) სრული განგაში საერთაშორისო ფრონტზე და ყურადღების მაქსიმალური მობილიზება.
3) მორიგეობა რუსთავი ორის ფიზიკურად დასაცავად.
4) თუ რუსთავი ორს ძალით აიღებენ, ტაბულას სრული მობილიზება რუსთავის მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად.
5) პროტესტის ყველა ფორმის გამოყენება ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოებში დასაბრუნებლად.
6) ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშორება კანონიერი, კონსტიტუციური გზით – მათ შორის ვადამდელი არჩევნებით. (იმ პირობებში, როცა ხელისუფლება მთლიანად გასულია კონსტიტუციის ფარგლებიდან).

შოთა უტიაშვილი
აუხსენით თქვენს შვილებს, რომ დღეიდან ისინი დიქტატურაში ცხოვრობენ?

ნანუკა ჟორჟოლიანი
ბატონო პრეზიდენტო, ახლა თქვენი დროა. გადაარჩინეთ ქვეყანა უკიდურესი დაძაბულობისგან! ჩვენ არ გვინდა ბარიკადები და ფიზიკური დაპირისპირებები! ჩვენ არ გვინდა იქ, სადაც მიგვათრევენ! რუსეთში! თქვენ შეგიძლიათ საქართველოს ისტორიაში შეხვიდეთ ოქროს ასოებით და ახლა თქვენი ჯერია!
მე, როგორც რიგით მოქალეს, რომელსაც თქვენთვის ხმა არ მომიცია მაქვს თქვენი იმედი! იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ხართ ყველას პრეზიდენტი!

ალექსანდრე კახა ლომაია
ამ გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა “შუაშიზმი” გააქრო, როგორც სულიერი მდგომარეობა. დღეის ამას იქეთ, აღარ გამოვა ეგ ამბავი.

კონსტანტინე გამსახურდი
რუსთავი 2-ის ამ ზომამდე ოპერატიული აბორდაჟზე აყვანით ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერზე წავა. და თუ მის ახლოვადიან გეგმებში ზის, შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობასაც და პროდასავლურ ვექტორსაც. არჩევნებსაც საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს, იგივე ტექნოლოგიებით, როგორც ირმა ინაშვილს, საკმაოდ პოპულარულ სახეს მოუგო საგარეჯოში. კანონებს კი ტუალეტში დაკიდებენ.
ამ პროცესებზე თავის თვალსაზრისს გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, პოლიტოლოგი პოლ კრიგო:

“საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს მიიღო გადაწყვეტილება, რომ არაფერი არ უნდა მოხდეს, ვიდრე ყველა სააპელაციო პროცესი არ დასრულდება. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძე აცხადებს, რომ ნიშნავენ რუსთავი2-ის დროებით მმართველებს და ეს არის ტელევიზიის ხელში ჩაგდება. ჩანს, რომ ეს არის არა უბრალოდ ინდივიდუალური პირების მიერ ხელში ჩაგდება, არამედ მათ ამის გასაკეთებლად სანქცია მთავრობამ მისცა. მთავრობის უკან კი ბიძინა ივანიშვილი დგას.
“არაორდინალურია ამგვარი ოპერაციის ნახვა. ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილია და ვნახავთ, მომდევნო დღეებში რა მოხდება. როგორც ვიცი, ახლა თბილისში ღამეა და ადამიანები იკრიბებიან ტელევიზიის შენობასთან. ვნახოთ, როგორი იქნება ხალხის ნება. უახლოეს თვეებში არჩევნების გარეშე მათ არაფერი რჩებათ ქუჩაში გასვლის გარდა. ამ ორი ახალი მმართველის დანიშვნით კანონის უზენაესობა დაამსხვრიეს. ასეთი სისწრაფით სვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ უნდა იქნას დაშვებული”

ოთო კახიძე
ბატონმაბიძინამ ურთმელიძის ხელით გამოიტანა განჩინება, რომლის თანახმადაც, რუსთავი ორის წარმომადგენელი, გვარამიას ნაცვლად, არის საყევარიშვილი.
ეს განჩინება საჩივრდება, ოღონდ გამსაჩივრებელი შეიძლება იყოს მხოლოდ საყევარიშვილი.
მადლობა ბატონბიძინას, რომ ბერა ან ურთმელიძის დედა არ დანიშნა პირდაპირ რუსთავი ორის მმართველად.
პ.ს. წერეთ და იკითხეთ ბატონობიძინა ასეთი განჩინებები.

Leave A Reply

Your email address will not be published.