როგორ უნდა აიცილოთ თავიდან „ღორის გრიპი“? – განსაკუთრებული რჩევები და გაფრთხილება

1. განსაკუთრებულ რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორ წლამდე ბავშვები, მოხუცები 65 წლის ზევით და ორსული ქალბატონები. ამიტომ სასურველია თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური პირბადით ივლით.

2. ზამთარში იმუნიტეტი ისედაც სუსტდება, ამიტომ მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, ივარჯიშეთ, იკვებეთ სწორად და გრიპის შემთხვევაშიც თქვენი ორგანიზმი ძალიან მარტივად გადაიტანს ვირუსს.

3. აუცილებლად დაიცავით ჰიგიენის ნორმები. რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები, დღეში მინიმუმ 5-10-ჯერ.

4. მოერიდეთ ადამიანებს ვინც ახველებს, ან აცემინებს, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ უბრალოდ გაციებულია და ვირუსი არ აქვს.

5. სახლი და ის შენობა, სადაც დღის გარკვეულ პერიოდს ატარებს, ხშირად გაანიავეთ.

დღეისათვის “ღორის გრიპის” გამოვლენის რაოდენობა საქართველოში 8 000-ს აჭარბებს, მაგრამ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის საგანგაშო ზღვარი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, არსებული მაჩვენებელით ამ ეტაპზე ვითარება ეპიდემიის ზღვართან ახლოს არ არის.

etanews.ge

Comments
Loading...