როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
თბილისში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
4 იანვარს დასავლეთის დაბლობში ჰაერის ტემპერატურა 5-10 გრადუსი იქნება, მთაში -2;+3; მაღალმთაში -5; 0.
5 იანვარს ბარში ტემპერატურა მოიმატებს და 10-15 გრადუსამდე აიწევს
6 იანვარს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
7 იანვარსაც დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით კვლავ მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება,
აღმოსავლეთ საქართველოში 4 იანვარს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 6-11გრადუსი, მთაში -2;+3, მაღალმთაში -1;-6 გრადუსი იქნება.
5 იანვარს აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 5-10 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება 6 იანვარსაც აღმოსავლეთ საქართველოში და ჰაერი 13-15 გრადუსამდე გათბება.
საქართველოს დედაქალაქშიც უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი 4 იანვარს ტემპერატურა 9 გრადუსამდე გათბება. 5 იანვარს ღამით -3 გრადუსი, დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება თბილისში 6-7 იანვარსაც.